მთავარისიახლეებიარავინ ითხოვს ომში ჩართვას, საჭიროა საქართველოს მთავრობამ EU-ს ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს -...

არავინ ითხოვს ომში ჩართვას, საჭიროა საქართველოს მთავრობამ EU-ს ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს – კუბილიუსი

Published on

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “ფორმულასთან” საუბრისას აცხადებს, რომ არავინ არავის სთხოვს საქართველოს ომში ჩართვას და საჭიროა საქართველოს მთვრობამ ევროკავშირის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს.

მისივე განცხადებით, განცხადებები საქართველოს ომში ჩართვის შესახებ არა მხოლოდ სრული სიცრუეა, არამედ აჩვენებს, რომ “ქართულ ოცნებას” რაღაც საიდუმლო გეოპოლიტიკური დღის წესრიგი აქვს”.

“სამწუხაროა, რომ საქართველოს ახლა ასეთი რიტორიკის მქონე პრემიერი ჰყავს. კომისიამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რატომ გამოყვეს საქართველო უკრაინისა და მოლდოვისგან და რატომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი – ეს იყო პოლიტიკური პოლარიზაცია. ნაცვლად იმისა, რომ პრემიერი გამოვიდეს, მიიწვიოს პოლიტიკური ძალები და გადადგას ნაბიჯები განსხვავებული მიდგომის, ერთიანობის დემონსტრირებისთვის ან ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბებისთვის, ის პირველ რიგში ადანაშაულებს ოპოზიციას ცრუ ბრალდებებით.

ბევრი ოპოზიციონერი ჩამოდის, ჩამოდიან “ქართული ოცნების” წევრებიც და ყველა გვთხოვთ, რომ საქართველოს კანდიდატობას მხარი დავუჭიროთ, მაგრამ განცხადებები საქართველოს ომში ჩართვის შესახებ არა მხოლოდ სრული სიცრუეა, არამედ აჩვენებს, რომ “ქართულ ოცნებას” რაღაც საიდუმლო გეოპოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. არავინ არავის სთხოვს ომში ჩართვას, საჭიროა საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს, რადგან ბრალდებები სრული სიცრუეა”, – ამბობს კუბილიუსი “ფორმულასთან”.

ცნობისთვის, ანდრიუს კუბილიუსი ერთ-ერთია იმ ევროპარლამენტარებს შორის, რომლესაც “ქართული ოცნების” წევრები ხშირად ესხმიან თავს.

სიახლეები

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...