მთავარისიახლეებიმსოფლიოკატალონიაში ესპანეთის პრეზიდენტის პირდაპირი მმართველობის დაწესება იგეგმება

კატალონიაში ესპანეთის პრეზიდენტის პირდაპირი მმართველობის დაწესება იგეგმება

Published on

გუშინ ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიო რახოიმ  მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ უნდა ამოქმედოს ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს რეგიონზე პირდაპირი მმართველობის დაწესებას, ხოლო სენატმა უახლოეს დროში უნდა დაამტკიცოს ეს გადაწყვეტილება.
ეს ნიშნავს,  კატალონიის ლიდერების გადაყენებას, ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და რეგიონული პარლამენტის უფლებამოსილების შეზღუდვას.
 
 
ამ განცხადებას კატალონიაში დიდი ვნებათაღელვა მოყვა. კატალონიის ავტონომიის პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი გეგმას გმობს და ოფიციალურ მადრიდს დემოკრატიაზე თავდასხმაში ადანაშაულებს.
მისი  განცხადებით, საპასუხო ნაბიჯების განსახილველად ის კატალონიის პარლამენტის სესიას მოიწვევს.
 
 
 კატალონიის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა მადრიდის ეს განცხადება ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ავტორიტარულ გადატრიალებას შეადარა. 
ბარსელონაში დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა მორიგი აქციაც გაიმართა, რომელშიც ნახევარ მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
 
 

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...