მთავარისიახლეებიკულტურაიტალიური მედია: კიდევ ერთხელ მიხეილ ქირიას წარმატებაზე ვერდის საოპერო ფესტივალზე

იტალიური მედია: კიდევ ერთხელ მიხეილ ქირიას წარმატებაზე ვერდის საოპერო ფესტივალზე

Published on

MTG Lirica: ,,მეთხუთმეტე ფალსტაფის შესრულებისთვის აუცილებელი ღრმა შინაგანი მზაობისა და შესაძლებლობების მქონე მიხეილ ქირია. იგი ქმნის ტესტს, როგორ უნდა იყო ფოკუსში როგორც ვოკალური, ისე ინტერპრეტაციის ხედვის თვალსაზრისით. თავის თავში დარწმუნებული ხელოვანი,  გადამლაშების გარეშე, თამამად  ასხამს ხორცს მოხუცი ჯენტლმენის სახეს, რომელიც შორეული ახალგაზრდობის იმედებს ელაციცება.'' – ეს არის ფრაგმენტი ერთ-ერთი იმ აღტაცებულ შეფასებებიდან და რეცენზიებიდან,  , რომელიც ცნობილი  საოპერო მომღერლის მიხეილ ქირიას შესრულებას მოყვა  იტალიაში, პარმაში გამართულ  ვერდის საოპერო ფესტივალზე.
 
,,შესანიშნავი  შესრულება !'' – ასე ეხმაურებიან ფესტივალის ორგანიზატორები და მსმენელები  მიხეილ ქირიას წარმატებულ გამოსვლას, რომელიც მშვენიერი ვოკალისა და არტისტიზმის შერწყმის ნიმუშად შეფასდა იტალიურ მედიაში.
შეგახსენებთ, ქართველმა ბარიტონმა პარმასი  შეასრულა სერ ჯონ ფალსტაფის  პარტია  ოპერიდან  ,,ფალსტაფი'' .
 
ჯუზეპე ვერდის ეს ოპერა , რომელიც შექსპირის ,,უინძორელი ლამაზმანების"' მოტივებზეა შექმნილი და განსაკუთრებით მისი მთავარი პერსონაჟის საოპერო პარტია  განსაკუთრებულ საშემსრულელო ხელოვნებას მოითხოვს და მისი დაძლევა  მნიშვნელოვან მოვლენაა ნებისმიერი რანგის მომღერლისათვის, მით უფრო ცნობილ საოპერო სცენებზე. ამდენად წარმატება ფალსტაფში  სამუდამოდ დარჩება ერთერთ უმთავრეს მიღწევად მიხეილ ქირიას შემოქმედებით ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალზე ახალგაზრდა, მზარდი ხელოვანია და კიდევ მრავალ ურთულეს პარტიასთან მოუწევს შეხვედრა
 
 

სიახლეები

NATO-ს სამეკავშირეო ოფისი- ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში

NATO-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა...

შიო III-მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი

მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას - როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ...

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - მისალოც წერილს მიხეილ ყაველაშვილის...

„ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით, თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

„ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით, დღეს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის...