მთავარისიახლეებიპოლიტიკამარტვილსა და კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში შესაძლოა მეორე ტური დაინიშნოს

მარტვილსა და კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში შესაძლოა მეორე ტური დაინიშნოს

Published on

.ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ცოტა ხნის წინ ხმების დათვლის პირველადი შედეგები წარმოადგინა და საარჩევნო პროცესი შეაჯამა.  მისი შეფასებით არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ყველას მიეცა საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობა.
 
წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა ექვს მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური დაინიშნოს კერძოდ, არის ყაზბეგი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ქუთაისი და მარტვილი. გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარის ინფორმაციით საოლქო კომისიებში ამ დროისთვის 309 საჩივარი შევიდა, რომლის განხილვაც მომდევნო 2 დღის განმავლობაში მოხდება.
 
„საარჩევნო ოლქები გახლავთ წინასწარი მონაცემების მიხედვით სავარაუდო მეორე ტურებისთვის  #29 ყაზბეგი, #35 ხაშური, #36 ბორჯომი #60 ოზურგეთი და #59 ქუთაისი. ასევე #65 მარტვილი. როდესაც გვექნება საბოლოო შემაჯამებელი შედეგები, ჩვენ შეგვეძლება, რომ დავნიშნოთ მეორე ტური, რომელიც კანონმდებლობის თანახმად ინიშნება არჩევნების დღიდან არაუგვიანეს ოცდამეხუთე დღეს,“-განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ
 
 შეგახსენებთ, მარტვილში მარტვილის 65-ე სარჩევნო ოლქში 39 უბნიდან 25 უბანია დათვლილი. პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50%-ს, ჯერჯერობით, ვერცერთი კანდიდატი ვერ ლახავს.
 
პირველ ადგილზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავაა, რომელმაც 6143 ხმა მიიღო, რაც 47, 81 %-ს შეადგენს, მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მამუკა დანელიაა 4 655 ხმით, რაც 36, 23 %-ია.
 
„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს გიორგი რუხაიას 1972-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც საერთო რაოდენობის 15.35 %-ს შეადგენს, „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველოს“ კანდიდატმა ნოდარ მატკავამ – 0.61 %, სულ 78 ხმა აიღო.

სიახლეები

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია - როგორც რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

“ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

"ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პარტიის ლიდერი...

გიგა მაქარაშვილის შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ

გიგა მაქარაშვილის შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ - შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო აქტივისტის...

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად...