მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: ივანიშვილის და მისი თოჯინები ცუდად დაამთავრებენ

გიგა ბოკერია: ივანიშვილის და მისი თოჯინები ცუდად დაამთავრებენ

Published on

"ნაციონალური მოძრაობის"  საგარეო მდივანი გიგა გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი აგონიაშია. "ეს არის აგონიაში მყოფი ივანიშვილის ბოდვა, ეს ყველაფერი იქნებოდა დასაცინი, რომ არა საერთო ვითარება ქვეყანაში, რომ არა "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდების ღია მცდელობა ივანიშვილის მხრიდან, რომ არა დაჭერა "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერი აქტივისტებისა, რომ არა მივარდნები ოფისში, რომ არა პრემიერ-მინისტრის ღია მოწოდება ძალადობისკენ და კონსტიტუციური წყობიდან გასვლისკენ, ეს ყველაფერი რომ არა უბრალოდ დავცინებდით ამას. მაგრამ, ვითარება სერიოზულია არა ამ სამარცხვინო ბოდვის გამო, არამედ ამ საერთო ვითარების გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილი დარწმუნდა იმაში, რომ მინიმალურად დემოკრატიულ არჩევნებშიც კი შემდეგ წელს მას შანსი არ აქვს ძალაუფლების შენარჩუნების და ერთი წლით ადრე ცდილობს გაანეიტრალოს საზოგადოებაში ის ინსტიტუტები, რომლებიც ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს შეუშლის. ამით არის ეს ყველაფერი გამოწვეული, პირველ რიგში "რუსთავი 2"-ის ამბავი, დაჭერები, ეს ღია და სამარცხვინო ამაზრზენი მოწოდებები, ეს არის პრობლემა ივანიშვილის და მისი თოჯინები ღრმად ცდებიან, ისინი ცუდად დაამთავრებენ – დამარცხდებიან; სამწუხაროდ, ამ პროცესში ქვეყანას აზიანებენ", – განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია ვარაუდობს, რომ  სააგენტო ,,უკრაინული ვიკილიქსი", რომლის  მიერ გამოქვეყნებულ მასალების საფუძ ველზე დაიწყო გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 315- მუხლით, აფელირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან/

 „ეს ყველაფერი არის ივანიშვილის პასუხი იმ ღრმა კრიზისზე, რომელშიც მან ქვეყანა შეიყვანა. პრეზიდენტ სააკაშვილთან რეგულარულად მაქვს შეხვედრები, ახლა კი არა, რეგულარულად. ასე რომ აქ რა არის აღსანიშნავი, ვერც კი ვხვდები, გარდა იმ ძალიან სასაცილო ბოდვისა, თუ არ ვცდები ეს , რომელმაც ეს დადო  მე დღეს ღამე მივემგზავრები ლონდონში, სასამართლოს უნდა მივცე ჩვენება პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. ამას იმიტომ ვიძახი, რომ ამასაც არ მოყვეს შემდეგ დამატებითი ბოდვა“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას კომენტარს "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს. 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...