მთავარისიახლეები"ტვინის დაზიანების პროცესის შეჩერება შესაძლებელი იყო ადრეულ ეტაპებზე..." | მიხეილ სააკაშვილზე სამედიცინო...

“ტვინის დაზიანების პროცესის შეჩერება შესაძლებელი იყო ადრეულ ეტაპებზე…” | მიხეილ სააკაშვილზე სამედიცინო დასკვნის ნაწილი მზადაა

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ “ემპათიას” ექსპერტების დასკვნის ნაწილი უკვე მზადაა. დოკუმენტი საბოლოოდ სახით სავარაუდოდ, მომდევნო კვირის ბოლოს გასაჯაროვდება.

როგორც ექიმები ამბობენ, მთავარი პრობლემა გამოწვეულია იმ მკურნალობით, რომელიც მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შემდეგ დაენიშნა. კერძოდ, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მკურნალობისას მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები არ შესრულდა.

ექიმები ისევ ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა აუცილებელია.

“ექსპერტიზის ძირითადი სამუშაო შესრულებულია, დიაგნოზები ეტაპების მიხედვით ცნობილია. ძირითადი დიაგნოზი მისი არის შიმშილობით გამოწვეული სხვადასხვა ფუნქციებისა და ორგანოების დაზიანება, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია ტვინის დაზიანება. ტვინის დაზიანების პროცესის შეჩერება შესაძლებელი იყო ადრეულ ეტაპებზე, ეს გათვალისწინებული არ იქნა სამედიცინო პერსონალის მიერ. მთელი რიგი დანიშნულებისა და გამოკვლევისა, რომელიც დანიშნული იყო, არ გაკეთდა და რაც გაკეთდა თითქმის 6 თვის დაგვიანებით. ამ ახალმა გამოკვლევამ ნათელი შეიტანა, ზოგიერთი, მანამდე ჩვენთვის გაუგებარი სინდრომის წარმოშობაში, კერძოდ, ნანახი იქნა დაზიანება ზურგის ტვინის დონეზე, ნანახი იქნა ცვლილებები თავის ტვინში, რომლითაც შესაძლებელია აიხსნას მისი სიმპტომური დაზიანება”, – თქვა ოთარ თოიძემ.

დასკვნის მომზადების ვადებთან დაკავშირებით ისაუბრა “ემპათიას” კიდევ ერთმა ექიმმა, ლალი ჯავაშვილმა. მან აღნიშნა, რომ უცხოელი ექიმების მხრიდან პასუხები დაგვიანდა, რაც ნაწილობრივ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი დაბრკოლების შედეგია.

“დასკვნის გარკვეული ნაწილი ცხადია, მზად არის. შესვლიდან მეორე დღეს უკვე ჩვენ ეს დასკვნა გვქონდა მივაწოდეთ ემპათიის ცენტრს, აჯამად დამუშავების ფაზაშია, საბოლოოდ ვერსია ყალიბდება. თუმცა, ამერიკელი კოლეგებისგან ცოტა დაიგვიანა ნეიროქირურგის მიერ გაკეთებულმა დასკვნამ, ასევე, რატომღაც შეფერხდა გერმანიიდან მოწვეული გასტროენტეროლოგის დასკვნა. მე როგორც ვიცი, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს ბრალი, რადგან როგორც ვიცი, მან შეაფერხა იმ ექიმის უფლებების აღიარება, როგორც ექიმის და ეს გახდა დამაბრკოლებელი ფაქტორი. საბოლოო ჯამში, მე როგორც ვიცი, იმ კვირის ბოლოს უკვე ყველაფერი დამთავრებული უნდა იყოს”, – თქვა ლალი ჯავაშვილმა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...