მთავარისიახლეებიმსოფლიოსევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, იზიუმი - სად რა ხდება ომის 115-ე დღეს

სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, იზიუმი – სად რა ხდება ომის 115-ე დღეს

Published on

სევეროდონეცკის მიმართულებაზე გრძელდება ქუჩის ბრძოლები და შეტაკებები ქალაქის განაპირა რაიონებში, სადაც უკრაინელი მეომრები არიან გამაგრებული. ქალაქგარე ტერიტორიიდან ქალაქისკენ რუსული შენაერთების შტურმის მცდელობა გამთენიისას, წარუმატებლად დასრულდა – ისინი უკუიქცნენ.
სლავიანსკის მიმართულებით ოკუპანტები აგრძელებენ დიდი რაოდენობით დაჯგუფებების კონცენტრაციას და ემზადებიან შტურმისთვის. სლავიანსკი და ლისიჩანსკი იბომბება.
ბახმუტის მიმართულებაზე, დასახლებების – გორნის, ბერესტოვისა და კოდემის სიახლოვეს უკრაინელმა მებრძოლებმა მტერს ზარალი მიაყენეს და პოზიციები გაიუმჯობესეს, რადგან ოკუპანტებმა ნაწილობრივ, უკან დაიხიეს.
იზიუმთან ახლოს, ოკუპანტები განდევნილია დასახლება დმიტრევკიდან, აღებულია ქალაქის გარეუბანში მდებარე ქარხნები, ბრძოლა სევერსკი დონეცის ნაპირებთან, უშუალოდ ქალაქის შესასვლელში მიმდინარეობს.
ბელორუსმა სასწრაფო მობილიზაცია გამოაცხადა და საჰაერო სივრცე დახურა, – აცხადებს უკრაინელი ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი, თუმცა, უკრაინის დაზვერვის შეფი სერგეი დანილოვი ამბობს, რომ ბელორუსში ამ დროისთვის არ არის მობილიზებული შენაერთების ის რაოდენობა, რომ მისი მხრიდან უკრაინაში შეჭრის გეგმაზე გვქონდეს ეჭვი.
უკრაინელთა მხრიდან გამანადგურებელი დარტყმების შედეგად, რუსეთი იძულებული გახდა, რამდენიმე შენაერთი უკრაინიდან გაეყვანა – დღე-ღამის განმავლობაში განადგურებულია 30-მდე ერთეული მტრის ჯავშანტექნიკა – არმიის გენშტაბი.
–
შემოგვიერთდით ტელეგრამ-არხზე და გაეცანით სიახლეებს უფრო კომფორტულად

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს — მას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა თამაზ ელიზბარაშვილი სასამართლო დარბაზიდან...

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს- ჩხაიძე

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ...

რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმებისთვის ახალი ფრთოსანი რაკეტის, „ფილინის“ გამოყენება დაიწყო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, ახალი რუსული ფრთოსანი რაკეტის სიჩქარე 800...

22 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნული გმირის - ზაზა დამენიას დაბადების დღეა ზაზა დამენია 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში...