უკრაინაში ვიზიტით მყოფი გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ ეს “უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის აუცილებელი” იქნება. ამ თემაზე ის გერმანულ გაზეთ Bild-ს ესაუბრა.
“ჩვენ არ გვინდა მხოლოდ სოლიდარობის დემონსტრირება, ჩვენ ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას, რომელსაც ჩვენ ვაორგანიზებთ – ფინანსური, ჰუმანიტარული, ასევე, როცა საქმე იარაღს ეხება”, – თქვა შოლცმა.
მისი შეფასებით, სანქციებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი ხელს უწყობენ შანსს, რომ რუსეთი დათმობს ოპერაციას და გაიყვანს ჯარებს.