მთავარისიახლეები"მაქვს ეჭვი, რომ საქმის სწრაფად ჩამთავრება გახდა ხელისუფლების ინტერესი" - მიხეილ სააკაშვილის...

“მაქვს ეჭვი, რომ საქმის სწრაფად ჩამთავრება გახდა ხელისუფლების ინტერესი” – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი პროცესის კლინიკაში ჩატარებაზე

Published on

საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი დღეს კლინიკა “ვივამედში” ჩატარდება. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ სხდომის კლინიკაში ჩატარების გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც მხარეებს ასეთი შუამდგომლობით არ მიუმართავთ.

ადვოკატი შოთა თუთბერიძე ეჭვობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, საქმის განხილვა რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს.

“მაქვს ეჭვი, რომ ამ საქმის სწრაფად ჩამთავრება გახდა სასამართლოს და ხელისუფლების ინტერესი. სწორედ ამის მცდელობაა, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, როცა საპროცესო კოდექსის დარღვევით ხდება პროცესის ჩანიშვნა, გასვლითი სხდომისა, ისე რომ მხარეებს ამაზე არათუ შუამდგომლობა არ დაუყენებიათ, არამედ არც კი უმსჯელიათ. მე არ ვიცი ტექნიკურად ეს საკითხი როგორ მოგვარდება, არის ბევრი დეტალი, დაწყებული სხდომის საჯაროობის უზრუნველყოფით, რაც დაცვის მხარის დიდი ინტერესია ყოველთვის, დამთავრებული შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფით, მათ შორის წვდომით სისხლის სამართლის კოდექსზე მაგალითად და ასევე, საქმის მასალებზე. თუმცა, რაც ხდება არის როგორც მინიმუმ ძალიან საეჭვო, ბადებს ბევრ კითხვას და იმედი მაქვს, დღეს თავად სასამართლო შემადგენლობისგან მოვისმენთ ამ კითხვებზე პასუხებს”, – თქვა შოთა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ, საქმეზე გამოძიება გასული წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთას ედავება. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ისინი აღიარებენ პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს და გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...