მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში მმართველი პარტიის კოორდინატორები დევნილებს ხმის მიცემის სანაცვლოდ თანხას სთავაზობენ- " შენების...

ზუგდიდში მმართველი პარტიის კოორდინატორები დევნილებს ხმის მიცემის სანაცვლოდ თანხას სთავაზობენ- ” შენების მოძრაობა”

Published on

შენების მოძრაობის“ ზუგდიდის ერთ-ერთი უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მაია ღურწკაიას ინფორმაციით, მმართველი გუნდის კოორდინატორები, ლაღიძის ქუჩაზე, დევნილთა ჩასახლებაში, იძულებით გადაადგილებულ პირებს არჩევნებზე მმართველი გუნდისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ, რის სანაცვლოდაც გარკვეულ თანხას სთავაზობენ. მისივე თქმით, არსებობს შესაბამისი ვიდეო მასალა.”შენების მოძრაობის” წარმომადგენელი სხვა დარღვევებზეც საუბრობს. „90-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ხმას მხოლოდ დევნილები აძლევენ, რამდენიმე ადგილობრივი ამომრჩეველი დავაფიქსირე. ვნახე დევნილთა წარმომადგენლობის თანამშრომელიც, რომელმაც საკუთარი მანქანით მოიყვანა ამომრჩევლები. მეექვსე უბანზე გამგეობის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც მარკირება უკვე გაკეთებული ჰქონდა, ხმის მიცემას ცდილობდა“, – აღნიშნა ღურწკაიამ.თავის მხრივ, მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

სიახლეები

NATO-ს სამეკავშირეო ოფისი- ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში

NATO-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა...

შიო III-მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი

მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას - როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ...

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - მისალოც წერილს მიხეილ ყაველაშვილის...

„ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით, თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

„ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით, დღეს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის...