მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ევროპული საქართველო'' ცესკო-ს თავმჯდომარეს საარჩევნო დარღვევების იგნორირებაში ადანაშაულებს

,,ევროპული საქართველო” ცესკო-ს თავმჯდომარეს საარჩევნო დარღვევების იგნორირებაში ადანაშაულებს

Published on

ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას საარჩევნო დარღვევების ”გაპრავებაში” ადანაშაულებს.
ნადირაშვილის თქმით, საარჩევნო უბნებთან დგანან ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები, რომლებიც ამომრჩევლის იდენტიფიცირებას ახდენენ, თუმცა ცესკო ამ დარღვევის აღკვეთას არ ცდილობს. 
 
”მთავარი დარღვევა არის ის, რომ ადმინისტრატორების უკან დგანან ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ახდენენ ამომრჩევლების იდენტიფიცირებას. ეს არის ძალიან დიდი დარღვევა. ცესკოს თავმჯდომარე იმის ნაცვლად, რომ აღეკვეთა მსგავსი ფაქტები, პირიქით, ამ დარღვევების”გაპრავებით” დაკავდა”, – განაცხადა ნადირაშვილმა. 
 
მანვე ისაუბრა მარნეულში შექმნილ ვითარებაზე. ნადირაშვილის თქმით, მარნეულში ვითარება ძალიან დაძაბულია. 
 
”რამდენიმე წუთის წინ მე სატელეფონო საუბარი მქონდა ახმედ იმამკულიევთან, რომელმაც განაცხადა, რომ ვითარება მარნეულში არის ძალიან დაძაბული. იმ სურათის მიხედვით, რომელიც ამ წუთისთვის იკვეთება, ხელისუფლება ემზადება, როგორც 2016 წელს, იმამკულიევს წაართვას გამარჯვება. ყოველგვარი ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ძალადობა საარჩევნო უბნებზე, ვერ მისცემს მათ შედეგებს და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის მთელ საქართველოში”, – განაცხადა ნადირაშვილმა. 
 
მისივე თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალში ”ქართული ოცნების” კანდიდატმა ”ევროპული საქართველოს” მხარდამჭერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 
 
”ქვემო სარალში, 58-ე საარჩევნო უბანზე, 40 წუთის წინ შეხლა-შემოხლა იყო. მირქაზიგ იაგუბოვმა, რომელიც კენჭს იყრის ”ქართული ოცნებიდან”, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ”ევროპული საქართველოს” მხარდამჭერ მუჰამედ ჰუსეინოვს. ამ ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა ბატონი ჰუსეინოვის მოქალაქეობრივი პოზიცია. იგი არის ”ევროპული საქართველოს” მხარდამჭერი და ამ ნიადაგზე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ჰუსეინოვი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. სოფელ შულავერში კი, უბნის ტერიტორიაზე სპეციალური მანქანა იყო დაყენებული. ამ მანქანაში იჯდა სასამართლოს მანდატური, რომელიც დაკავებული იყო ამომრჩევლებისთვის ფულის დარიგებით. ველოდებით შესაბამის ფოტო და ვიდეო მასალას. ამასთან, მარნეულში 8 უბანზე არ შეუშვეს ჩვენი დამკვირვებლები. ცესკოს მოვუწოდებთ, რომ გაზარდონ ყურადღება და ჩვენს დამკვირვებლებს უბანზე შესვლის საშუალება მიეცეთ”, – განაცხადა ნადირაშვილმა. 
 
მისივე თქმით, დაძაბული ვითარებაა ახალციხეშიც, სადაც ასევე ფიქსირდება დარღვევები 

სიახლეები

პურის გარკვეული სახეობები 5- 10 თეთრით გაძვირდა

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ სუპერმარკეტში...

ზელენსკის თქმით, ტრამპის წარმომადგენლებმა უთხრეს – “რუსები მოლაპარაკებისთვის მზად არიან”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო გზავნილი, რომ "რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად...

რუსეთმა 8 სექტემბრის ღამეს კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთმა 8 სექტემბრის ღამეს კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და...

საქართველოში 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ახალქალაქიდან 20 კილომეტრში, სოფელ...