მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 112-ე დღე - სად რა ხდება და რას უნდა ველოდეთ უკრაინის...

ომის 112-ე დღე – სად რა ხდება და რას უნდა ველოდეთ უკრაინის ფრონტებზე

Published on

დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთის ფრონტის სხვადასხვა წერტილებში 70 ოკუპანტი და 60-ზე მეტი ჯავშანტექნიკის ერთეული გაანადგურეს.

ასევე, განადგურებულია 2 სამეთაურო-სადამკვირვებლო პუნქტი. განადგურებული ტექნიკის ჩამონათვალში, ვერტმფრენის გარდა, შედის: თვითმავალი ქვემეხი „პიონი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადი“, 3 ჰაუბიცა.

უკრაინელი ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი აცხადებს, რომ ლენდ ლიზით გათვალისწინებული შეიარაღების პირველ პარტიას უკრაინა მიიღებს ივნისის ბოლოდან ივლისის დასაწყისისკენ, ხოლო ის შეიარაღება, რაც ახლა შემოდის, საგრანტო დახმარებით და ე.წ. რამშტეინის ჯგუფის დახმარების შედეგია.

„რამშტეინის ჯგუფის“ მესამე შეხვედრა დღეს, ბრიუსელში გაიმართება. ეს არის სხვადასხვა ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა შეხვედრა უკრაინის დასახმარებლად და მისთვის შეიარაღების მიწოდების განსახილველად. არაა გამორიცხული, შეიარაღების გაფართოებაზე და მიწოდების ტემპის დაჩქარებაზეც იმსჯელონ.

რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, სევეროდონეცკში, ქარხანა „აზოტში“ ამ დრომდე 2.500-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო იმყოფება. რაც შეეხება კიევის მოთხოვნას, ლისიჩანსკის მიმართულებით გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფანი, მოსკოვი განიხილავს, როგორც „აზოტიდან“ უკრაინული შენაერთების გაყვანის მცდელობას.

მიკოლაევის მერი ვიტალი კიიმი აცხადებს, რომ თუ რუსული შენაერთები მიკოლაევისკენ წინსვლას გააგრძელებენ და დადგება ქალაქში მათი შემოსვლის საფრთხე, ისინი ორ ხიდს ააფეთქებენ და ამით მტერს არ მისცემენ ქალაქში შესვლის საშუალებას.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკმაყოფილებას გამოთქვამს არმიისთვის შეიარაღებისა და ინდივიდუალური შეიარაღების მიწოდების ტემპის, ასევე, გადანაწილების გამო. ის ამბობს, რომ საზოგადოებაში განხილული დეტალები ამის თაობაზე მკვეთრად განსხვავებულია იმისგან, რაც პრეზიდენტისთვის წარდგენილ ანგარიშებში ხვდება, ამიტომ ვალერი ზალუჟნის არმიის ლოგისტიკის შესწავლა და გაკონტროლება დაევალა.

„ობოზრევატელის“ ცნობით, წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ ვლ. პუტინი კომაში ჩავარდა და რეანიმაციის განყოფილებაში, ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება, თუმცა, სხვა წყაროები ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ. რაც შეეხება თავად „ობოზრევატელს“, ის ეყრდნობა დაზვერვის მონაცემებს, რომლებიც საკუთარმა წყარომ მიაწოდა.

თვალყური გვადევნეთ “ტელეგრამზე”:

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...