მთავარისიახლეებიგამოკვეთილია ახალი დაზიანებები ხერხემლის, კისრისა და ზურგის ტვინის მიდამოებში - ექსპერტები მიხეილ...

გამოკვეთილია ახალი დაზიანებები ხერხემლის, კისრისა და ზურგის ტვინის მიდამოებში – ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

Published on

ცენტრი “ემპათია” საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას აგრძელებს. მათი თქმით, გამოკვეთილია ახალი დაზიანებები ხერხემლის, კისრისა და ზურგის ტვინის მიდამოებში, რაც შესაძლოა გლდანის ციხეში გადაყვანასთან იყოს კავშირში.

მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ გერმანელი ექსპერტი პროცესში დისტანციურად ჩაერთო.

“მიმდინარეობს ექსპერტიზა, ჩართულია სხვადასხვა სპეციალობის ექსპერტები, მათ შორის გერმანიიდან ექსპერტი დისტანციურად. ვეცდებით, რომ მალე იყოს დასკვნა მზად. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, კვლავ საყურადღებო რჩება სხვადასხვა პროფილი, განსაკუთრებით ნევროლოგიური პროფილი და საჭმლის მომნელებელი სისტემა. შესაბამისად ჩვენი რეკომენდაცია კვლავ არის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

7 თვის განმავლობაში სამწუხაროდ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა განსაკუთრებით ნევროლოგიური თვალსაზრისით, შესაბამისად, ეფექტი არ არის, ეს არის ფაქტი. ფაქტიდან გამომდინარე ადეკვატურად მიგვაჩნია ეს არის ყველა საერთაშორისო სტანდარტის და ჩვენი კონსტიტუციის მოთხოვნა, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება მოიძიოს ალტერნატიული სამკურნალო შესაძლებლობები იმისათვის, რომ აღიდგინოს ჯანმრთელობა”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

დღეს მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში დედა და ადვოკატი მოინახულებენ. ექსპერტები ვივა მედში გუშინ იმყოფებოდნენ.

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...