მთავარისიახლეები„სტრატეგია აღმაშენებელმა“ საქართველოს მასშტაბით 100-საათიანი ტური „ერთად ევროპისკენ“ დაიწყო

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ საქართველოს მასშტაბით 100-საათიანი ტური „ერთად ევროპისკენ“ დაიწყო

Published on

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ საქართველოს მასშტაბით 100-საათიანი ტური „ერთად ევროპისკენ“ დაიწყო. ტურნემ სტარტი თბილისში, „ვარდების რევოლუციის“ მოედნიდან აიღო და ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის ყველა რეგიონს მოივლის.

პარტიის თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს: ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს და დიმიტრი ხუნდაძეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ნამდვილად არ ეკუთვნის, მაგრამ ქართველ ხალხს ეკუთვნის და ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი არ დაკარგოს.

„შევხვდებით ხალხს. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს პროცესი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, რომ ქართველ ხალხს ავუხსნათ, ასევე იმისთვის, რომ ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ნახონ, რამხელა მხარდაჭერა აქვს ამ ყველაფერს საქართველოში. ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა მოვიყვანოთ საქართველოში ევროპა. საქართველოსთვის ევროპა გვჭირდება და საქართველომ ევროპულ ოჯახში საკუთარი ღირსეული ადგილი უნდა დაიბრუნოს.

ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსი ნამდვილად ეკუთვნის, „ქართული ოცნების“ დამსახურებაზე რა მოგახსენოთ?! როცა ევროპელებს ლანძღავ, შენს მოკავშირეებს, სტრატეგიულ პარტნიორებს ადანაშაულებ, რომ ვითომ შენი ომში ჩათრევა უნდა, როდესაც იმ დემოკრატიულ რეფორმებს არ აკეთებ, რაც არის ევროპული სტანდარტი, ღარიბაშვილს, კობახიძეს და ხუნდაძეს ევროკავშირის სტატუსი ნამდვილად არ ეკუთვნის, მაგრამ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ამიტომაც არ დავიზარებთ, ყოველ წუთს, ყოველ წამს დავუთმობთ ამას. ახლა საქართველოში, მერე ევროპაში გვაქვს კიდევ ტურნე, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ისტორიული შანსი არ დავკარგოთ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სიახლეები

ჯეი დი ვენსი დღეს სომხეთს ეწვევა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან ერთად, 9-10 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, -...

დაცვის პოლიციის თანამშრომელმა სამსახურებრივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა და გარდაიცვალა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაბათის ციხეში დაცვის პოლიციის ოთახში თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით,...

გამოვლინდა 5 მილიონი ევროს ღირებულების 59 ავტომობილის უკანონოდ შემოტანის მცდელობები

ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული...

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია. სოფელ ბარჯაშთან, ქვების სახით ჩამოსულმა მეწყერმა...