მთავარისიახლეები13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა

Published on

13 ივნისს, საღამოს თბილისის ცენტრში, 9 სათისთვის დაწყებული წვიმა თანდათან ძლიერდება. მოვლენები რამდენიმე ადგილას სწრაფად და დრამატულად ვითარდებოდა. ქუჩებში წყლის მასა თანდათან იმატებს, მოძრაობა ჭირს და ირგვლივ ყველაფერს ფარავს. მდინარე ვერეს ხეობაში, ახალ გზაზე მყოფი ადამიანები საფრთხის პირისპირ აღმოჩნდნენ. სტიქიის საერთო სურათი თანდათან იხატებოდა. მთელი ღამის განმავლობაში მედია საშუალებებითა და სოციალური ქსელებით შემზარავი კადრები და ფოტოები ვრცელდება. როდესაც წვიმა შენელდა, ადამიანებს გადაადგილება შედარებით უადვილდებათ, მაშველებს დატბორილი სახლებიდან დაზარალებულები გამოჰყავდათ. ხეობაში,მოვარდნილმა წყალმა მობინადრესთან ერთად სახლი გაიტაცა. ახალ გზაზე, ერთი მაშველი ახალ გზაზე დაიღუპა. ვერის ხეობის ახალი გზა პრაქტიკულად აღარ არსებობს. ფაქტობრივად განადგურდა მთლიანი ზოოპარკი. გამთენიისას ყველაფერი გამოჩნდა. მდინარე ვერეს ხეობა მთლიანად განადგურებული, ზოოპარკის ცხოველების 600 ბინადრიდან ნახევარი დაიღუპა, ზოგი კი გაქცეულია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო სადაც ღვარცოფის დროს ორსართულიანი სახლის კონდიციონერზე დაკიდებული დათვი ჰაერში დარჩენილი მოწყალებას ითხოვს. ნიანგი მოვარდნილ წყალში ცურავს, ლომები და ვეფხვები ქალაქში დარბიან, გმირთა მოედანზე კი ბეჰემოთი ბეგი გადაადგილდება, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვანი მედიასაშუალების ობიექტივში მოექცა. წაღებულია სახლები, დანგრეულია ქუჩები, დაღუპულია 21 ადამიანი, განადგურებულია ძაღლების თავშესაფარი. დედაქალაქმა დაახლოებით 200 მილიონით იზარალა. საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოაცხადეს.. სვანიძის ქუჩაზე მოეწყო სიმბოლური მემორიალი.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...