მთავარისიახლეებივარკვევდით, ვინ იდგა ქმედებების უკან, რომლებიც არღვევს ევროპულ ფასეულობებს, ყველას ესმის, რომ...

ვარკვევდით, ვინ იდგა ქმედებების უკან, რომლებიც არღვევს ევროპულ ფასეულობებს, ყველას ესმის, რომ ეს ივანიშვილია – იუკნევიჩიენე რეზოლუციაზე

Published on

ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა და განმარტა, რატომ შეიტანეს დოკუმენტის ტექსტში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნა.

როგორც იუკნევიჩიენემ აღნიშნა, უკვე არაერთი წელია, საქართველოში ადგილი აქვს სახიფათო დარღვევებს მედიის თავისუფლების მიმართულებით, ამ ყველაფრის უკან კი სწორედ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი დგას.

“რეზოლუცია ეხება მედიის უფლებების დარღვევას, მაგრამ იქ არა მხოლოდ ივანიშვილია ნახსენები, ასევეა მოყვანილი ის სახიფათო დარღვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში, რაც ეხება მედიას და სიტყვის თავისუფლებას, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას. ჩვენ რა საკვირველია, ვცდილობდით გაგვერკვია, ვინ იდგა ასეთი ქმედებების უკან საქართველოში, რომელიც არღვევს ყველანაირ ევროპულ ფასეულობებს. ყველას კარგად ესმის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ის პიროვნება, რომელიც დგას ამ პოლიტიკური ტენდენციების უკან და პირველი წელი არაა, რაც ეს ხდება”, – თქვა იუკნევიჩიენემ.

მანვე აღნიშნა, რომ ასეთი შინაარსის რეზოლუციის მიღება საქართველოს მეგობარი ევროპარლამენტარებისთვის ძალიან რთული იყო, თუმცა სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ.

“სურვილი იქნებოდა, რომ მხოლოდ დადებითი ჩაგვერთო რეზოლუციაში საქართველოს შესახებ, თუმცა სხვა გამოსავალი არაა, იმის გარდა, რომ აღვნიშნოთ სიმართლე და ის ფაქტები, რომელიც ნამდვილად ხდებოდა საქართველოში. ამჯერად, ასე იყო მიღებული ეს რეზოლუცია იმ მოვლენებზე, რომელსაც აქვს ადგილი საქართველოში. ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ცუდ გავლენას ახდენს საქართველოს პოლიტიკაზე. იმ გადაწყვეტილებების უკანაც, რომლებიც მიღებული იყო ოპონენტების მიმართ, ბიძინა ივანიშვილი დგას. არაერთხელ გაგვიფრთხილებია საქართველო ამ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე, რომელიც საქართველოშია. ჩვენ, ევროპული პარლამენტი, ევროპული საბჭომ და პარტნიორებმა პირველად წამოვწიეთ ეს საკითხი, რომ ივანიშვილს დაეკისროს ვალდებულება და სანქციები, რადგან მის გამო გაფუჭდა პოლიტიკური პროცესები საქართველოში”, – თქვა ევროპარლამენტარმა.

სიახლეები

“სიტყვები საკმარისი არ არის, ჩადით საქართველოში, მოითხოვეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები”-მიხაელ როთი კაია კალასს

"გმადლობთ, ძვირფასო კაია კალას, მაგრამ სიტყვები საკმარისი არ არის. ჩადით საქართველოში! გაამხნევეთ ის ადამიანები,...

“ვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას” -დასავლელი პოლიტიკოსების ერთობლივი განცხადება

"დღეს საქართველოს მეგობრების დიდ ჯგუფთან ერთად ვავრცელებთ განცხადებას, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების და გადამწყვეტი...

“აგენტებო და ფულზე გაყიდულებო!”-გენო პეტრიაშვილი დღევანდელი აქციის მონაწილეებს

ივანიშვილის "დეპუტატი" გენო პეტრიაშვილი "აგენტებს" და "ფულზე გაყიდულებს" უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს პარლამენტთან...

ბლოგერ უჩა აბაშიძეს 5, მარიამ იაშვილს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მოსამართლე...