კიევში “აზოვსტალის” კიდევ 58 დამცველის ცხედარი გადაასვენეს. ინფორმაციას უკრაინის სტრატკომი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მათგან 4 გარდაცვლილი სავარაუდოდ, “აზოვის” პოლკში მსახურობდა.
ცხედართა იდენტიფიკაციის პროცესში ჩაერთვება პოლკის პატრონაჟის სამსახური.
გარდაცვლილების დაკრძალვა “აზოვსტალის” დაღუპული გმირების მემორიალთან იგეგმება, რომლის აშენებაც დნეპრის ფერდობებზე სურთ.