მთავარისიახლეებინინო ლომჯარია ნაცების სახალხოდ დამცველად გადაიქცა - მდინარაძე

ნინო ლომჯარია ნაცების სახალხოდ დამცველად გადაიქცა – მდინარაძე

Published on

“ქართული ოცნების” დეპუტატის, მამუკა მდინარაძის აზრით, ნინო ლომჯარია ბოლო დროს “ნაცების სახალხოდ დამცველად” გადაიქცა.

მდინარაძე ომბუდსმენის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც ის პრეზიდენტს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვს.

“თუ შეიძლება გამახსენეთ ძველი ამბები, რამდენჯერ მიმართა მან შეწყალების მოთხოვნით სხვა ადამიანებზე, რომლებიც ნაცმოძრაობას არ წარმოადგენდა, ხომ არ გახსენდებათ ასეთი საჯარო გამოსვლა? მადლობა თქვენი დუმილისთვის, რაც თანხმობის ნიშანია. არ გახსენებდათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ნინო ლომჯარია, სამწუხაროა ამის თქმა რომ მიწევს, იმიტომ, რომ ჩვენი არჩეულია, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით არა სახალხო დამცველი, არამედ ნაცების სახალხოდ დამცველად გადაიქცა და ეს არის მისი ბოლო მისია და ფუნქცია როგორც ჩანს”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

მანვე “მთავარი არხის” ჟურნალისტს უთხრა, რომ ნებსით თუ უნებლიედ, ნიკა გვარამიას “მტრობს”:

“თქვენს ადგილას, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ მე ასე არ მოვიქცეოდი, იმიტომ რომ ამ კაცს, თქვენ ხელმძღვანელს, თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელს, მე მგონია, რომ განზრახ არა, ვერ დაგაბრალებთ, მაგრამ მტრობთ. ახლა საადვოკატო გამოცდილება მაქვს და ნამდვილად არ მოვიქცეოდი მისი ადვოკატი რომ ვყოფილიყავი და მისი უფლებების დაცვა რომ მომენდომებინა ასე”, – მიმართა ჟურნალისტს მდინარაძემ.

ცნობისთვის, ომბუდსმენმა პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე მიმართა. ის მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელია და საბოლოო ჯამში, სასამართლომ ყველა მნიშვნელოვან სამართლებრივ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...