მთავარისიახლეებიზურაბიშვილმა ელჩებად, დავით ბაქრაძისა და კახა იმნაძის დანიშვნაზე თქვა უარი - კობახიძე

ზურაბიშვილმა ელჩებად, დავით ბაქრაძისა და კახა იმნაძის დანიშვნაზე თქვა უარი – კობახიძე

Published on

სარჩელი შეეხება 2 თანამდებობის პირს და ამასთან დაკავშირებით უნდა გამოიტანოს დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლომ – ამბობს “ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე ელჩების დანიშვნა-გათავისუფლების სკანდალზე.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი დავით ბაქრაძისა და კახა იმნაძის დანიშვნაზე თქვა უარი.

„პრეზიდენტისთვის შეთავაზებული იყო 3 გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან. ერთი ეს იყო დავით ბაქრაძის დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, რაზეც პრეზიდენტმა უარი განაცხადა. მიზეზი გაუგებარია. ასევე იყო კახა იმნაძის, მოქმედი მუდმივი წარმომადგენლის გადასვლა კანადაში, ამაზეც უარი ითქვა. იმნაძის ვადამდე გათავისუფლება ტექნიკური საკითხი იყო, ივნისში ისედაც ეწურება ვადა. ამ 3 შეთავაზებაზეც უარი ითქვა. ერთი იმაზე, რომ იმნაძეს 2 თვით ადრე შეწყვეტოდა უფლებამოსილება და კანადაში გადასულიყო და ბაქრაძე გაეროში მუდმივ წარმომადგენლად დანიშნულიყო. ეს წარდგინება შევიდა პრეზიდენტთან და საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა”,- ამბობს კობახიძე.

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს 6 ივნისს სარჩელით მიმართა.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...