მთავარისიახლეები"ემპათიას" კონსილიუმმა ექსპერტიზის წინასწარი დასკვნის ნაწილი მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებს გააცნო

“ემპათიას” კონსილიუმმა ექსპერტიზის წინასწარი დასკვნის ნაწილი მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებს გააცნო

Published on

ცენტრ “ემპათიაში”, კონსილიუმის წევრმა მედიკოსებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ექსპერტიზის წინასწარი დასკვნის ნაწილი მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებს გააცნეს. ექიმებმა გიული ალასანიასთან გუშინ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს. რა ინფორმაციაა დასკვნის ძირითად ნაწილში ჯერჯერობით მედიისთვის უცნობია.

“შედგა საექსპერტო კომისიის პირველი სხდომა, სადაც განისაზღვრა გეგმა-განრიგი, თუ რა როდის, როგორი ტემპით შეიძლება იქნეს დამუშავებული, განისაზღვრა, რომ ალბათ ხვალ დღის ბოლოს, ან ზეგ კომისია კვლავ შეიკრიბება იმ მასალის მიმოხილვის შედეგად, რაც დღეს იქნა ნანახი, დაისახება შემდგომი მუშაობის გეგმა.

6 დღის წინ მისი მდგომარეობა შეფასებულ იქნა როგორც მძიმე და ვიცი, რომ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. მისი გამოკვლევა არ არის დასრულებული, ვინაიდან, ჩივილების სპექტრი არის საკმაოდ ფართო და ხანდაზმულობა ამ ჩივილებისა არის ძალიან დიდი, არის დამაზუსტებელი კითხვები დასასმელი ბატონი მიხეილისათვის”, – თქვა ექიმმა ოთარ თოიძემ.

ადვოკატ, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რამდენიმეთვიანმა მკურნალობამ პოზიტიური შედეგი ვერ აჩვენა, რაც იმას აჩვენებს, რომ როგორც ჩანს მკურნალობა შედეგს ვერ აღწევს.

გიული ალასანიას თქმით, მისი თხოვნაა, რომ ექსპერტებმა დასკვნა რაც შეიძლება სწრაფად დადონ.

“ლაპარაკი არის იმაზე, რომ შეუწყდეს მას ეს პატიმრობა და მიეცეს შესაძლებლობა, რაღაც ინტერვალი მიეცეს როცა ადამიანი იმკურნალებს, სად იმკურნალებს, როგორ იმკურნალებს, ეს მერე უნდა გადაწყდეს”, – ამბობს გიული ალასანია.

ცენტრ “ემპათიის” ექიმებმა მესამე პრეზიდენტი 1-ელ ივნისს მოინახულეს. ექიმების შეფასებით ამ დრომდე ჩატარებული მკურნალობა არ არის სრულყოფილი და ის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე არ ასახულა. მათივე თქმით, აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. 

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...