მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 104-ე დღე - რა უნდა ვიცოდეთ დილის 9 საათისთვის

ომის 104-ე დღე – რა უნდა ვიცოდეთ დილის 9 საათისთვის

Published on

სლავიანსკის მიმართულება: რუსეთი ძირითად კონცენტრირებას ახდენს იზიუმისა და სლავიანსკისკენ შეტევების განხორციელებაზე. მთელი ღამის განმავლობაში მტერი ცდილობდა წინ წაწეულიყო დოვგენკოესა და დოლინას მიმართულებით, თუმცა, უკუიქცა. საარტილერიო ცეცხლქვეშაა უკრაინული პოზიციები ბაზალოვკაში, ბრაჟკოვკასა და გრუშუვახაში.

დონეცკის მიმართულება: მტერმა საარტილერიო საშუალებებთან ერთად გამოიყენა ავიაცია – თვითმფრინავები და ვერტმფრენები. ძირითადი კონცენტრაცია ისევ სევეროდონეცკისა და ბახმუტის მიმართულებებზე შეინიშნება.

ლიმანის მიმართულებაზე რუსულმა შენაერთებმა დაბომბეს სლავიანსკიდან 4 კმ-ით დაშორებული დასახლებული პუნქტები.

სევეროდონეცკის შტურმი რუსეთის მხრიდან გრძელდება, შეტაკებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. უკრაინელი მეომრები მტერს დიდ ზიანს აყენებენ.

ბახმუტის მიმართულებაზე უკრაინულმა შენაერთებმა წარმატებული ურთიერთმოქმედების შედეგად მოიგერიეს მტრის შეტევები ნაგორნოეს, ბერესტოვოს, კრინიჩნოესა და როტის მიმართულებაზე.

პოპასნაიასა და ნიკოლაევკას მიმართულებაზე მტერი გადაჯგუფებას ახდენს ხერსონის მიმართულებით უკრაინელები წარმატებით უტევენ.

ნიკოლაევის ოლქში მდებარე რუსეთის შენაერთების საბრძოლო მასალების საწყობზე უკრაინელებმა ვერტმფრენებით საჰაერო იერიშის შედეგად, 10 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს და 20-მდე ოკუპანტი მოკლეს.

ლოზოვო-ბელაია კრინიცას მიმართულებაზე მტერმა გააფთრებული იერიში მიიტანა, მაგრამ უკრაინელებმა შეტევა მოიგერიეს.

შავი ზღვის აკვატორიაში ამ დროისთვის, უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, იმყოფება “კალიბრის” რაკეტებით აღჭურვილი სამი რუსული ხომალდი, თუმცა, საერთო ჯამში, უკრაინამ მოახერხა, სამხედრო ხომალდების უმრავლესობა 100 კმ-ს მოშორებით განედევნა უკრაინის ნაპირებიდან.

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე მტრის ათი შეტევა მოიგერიეს, განადგურებულია ერთი ტანკი, სამი საარტილერიო სისტემა, ორი დაჯავშნული მანქანა, საბრძოლო მასალების ორი საწყობი. ჩამოგდებულია ოპერატიულ-ტაქტიკური დონის ორი უპილოტო საფრენი აპარატი “Орлан-10”.

სიახლეები

პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები – ზურაბიშვილი EU-ს წევრი ქვეყნების დიპლომატებს და ოპოზიციას ხვდება

ოლიგარქის პარტიის მასობრივი რეპრესიები, ხალხზე ძალადობის სერია, დრაკონული კანონები, ციხეში გამოკეტილი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები...

მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – რასა იუკნევიჩიენე

მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი,...

არალეგიტიმურ პარლამენტში ახალი ოპოზიციური გაერთიანება შეიქმნა

ივანიშვილმა არალეგიტიმურ პარლამენტში ახალი ოპოზიციური გაერთიანება შექმნა. ამიერიდან " ქართული ოცნების" ოპონენტი არალეგიტრიმურ საკანონმდებლო...

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 19 წლის სტუდენტი 5 000 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 19 წლის სტუდენტი 5 000 ლარით დააჯარიმა. ვახტანგ ხვინთელანს 13 იანვრის...