მთავარისიახლეებიმსოფლიომელიტოპოლი უახლოეს პერიოდში გათავისუფლდება, ოკუპანტებმა პოსტები დატოვეს - მერი

მელიტოპოლი უახლოეს პერიოდში გათავისუფლდება, ოკუპანტებმა პოსტები დატოვეს – მერი

Published on

ოკუპირებული მელიტოპოლის რაიონებში რუსმა ოკუპანტებმა, რომლებსაც უკრაინელი პარტიზანებისა და მეომრების შურისძიების ეშინიათ, თითქმის ყველა ბლოკპოსტი დატოვეს,
– ამის შესახებ ქალაქ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა.
მისი თქმით, მელიტოპოლი უახლოესი თვეების განმავლობაში მთლიანად გათავისუფლდება ოკუპანტებისგან.
შეგახსენებთ, მელიტოპოლში განსაკუთრებით აქტიურობენ პარტიზანები. ცოტა ხნის წინ მათ რამდენიმე კოლაბორანტი მოკლეს, ადგილობრივი, ახლადდანიშნული რუსული ადმინისტრაციის წინ კი მანქანა აფეთქეს, რის შემდეგაც ერთერთმა ქალმა კოლაბორანტმა, რომელიც მელიტოპოლის მერად იყო დანიშნული რუსი ოკუპანტების მიერ, განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა. 
ასვე, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია მელიტოპოლში პარტიზანების მიერ ჯავშანმატარებლის აფეთქების შესახებ. მსხვერპლზე გავრცელებული ინფორმაცია ოლექსი არესტოვიჩმა არ დაადასტურა, მაგრამ განაცხადა, რომ აფეთქების მცდელობა მელიტოპოლის რკინიგზის სადგურში ნამდვილად იყო. 
–
შემოგვიერთდით ტელეგრამ-არხზე “ოდიში Live – უკრაინა”: მოკლე, ოპერატიული, გადამოწმებული ინფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომზე: https://t.me/tvodishi 

სიახლეები

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს- ჩხაიძე

საქართველოში ამჟამად 15-მდე რესპირაციული ვირუსი ცირკულირებს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ...

რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმებისთვის ახალი ფრთოსანი რაკეტის, „ფილინის“ გამოყენება დაიწყო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГУР) ინფორმაციით, ახალი რუსული ფრთოსანი რაკეტის სიჩქარე 800...

22 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნული გმირის - ზაზა დამენიას დაბადების დღეა ზაზა დამენია 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში...

პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე...