მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ნიუპოსტის'' ინფორმაციით, უკრაინული "wikileaks" რამდენიმე თვის წინ რუსეთშია შექმნილი

,,ნიუპოსტის” ინფორმაციით, უკრაინული “wikileaks” რამდენიმე თვის წინ რუსეთშია შექმნილი

Published on

რას ემსახურება რუსეთში შექმნილი „უკრაინული "wikileaks" – ტიმოშენკო-იაცენუკის შემდეგ ბოკერია-სააკაშვილი
სკანდალური მასალა ,,ფრანსპრესმა“ გააპროტესტა, რის გამოც „უკრაინული "wikileaks" იძულებული გახდა მასალა საერთოდ აეღო ვებ-გვერდიდან.

გუშინ რამდენიმე ქართული მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უკრაინაში მოქმედმა ორგანიზაციამ „უკრაინული "wikileaks" სტენოგრამა გამოაქვეყნა. საუბარი ეხებოდა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგია ბოკერიას სტამბულში, ათა-თურქის აეროპორტში შეხვედრასა ასახავს, სადაც გამოცემის მტკიცებით, საქართველოში გადატრიალების მზადების გეგმაზე იყო საუბარი. თუმცა, ვებ-გვერდზე არ არსებობს აღნიშნული შეხვედრის და საუბრის მტკიცებულება.

,,ნიუპოსტის“ დაინტერესდა, რას წარმოადგენს „უკრაინული "wikileaks". ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული ვებგვერდი რამდენიმე თვის წინ რუსეთშია შექმნილი და მასში გამოქვეყნებულ მასალებს არცთუ ისე სერიოზულად უყურებენ უკრაინის ხელისუფლებაშიც, უფრო მეტიც, რამდენიმე დღის წინ, აღნიშნულ ვებგვერდზე შემდეგი შინაარსის მასალა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც უკრიანის პრემიერ-მინისტრმა იაცენუკმა ,,ფრანსპრესთან“ ინტერვიუში იულია ტიმოშენკოს დააბრალა, თითქოს ტიმოშენკო მას სთავზობდა ინტიმურ ურთიერთობას, რაზეც იაცენუკმა უარი უთხრა. სკანდალური მასალა ,,ფრანსპრესმა“ გააპროტესტა, რის გამოც „უკრაინული "wikileaks" იძულებული გახდა მასალა საერთოდ აეღო ვებ-გვერდიდან.

,,ეს არის შექმნილი რუსული ინტერნეტსივრციდან. მას არავინ ყურადღებას არ აქცევს, უკრაინაში ქუჩაში რომ გააჩერო ნებისმიერი მოქალაქე გეტყვით, რომ ეს არის რუსული პროპაგანდისტული საშუალება, რომელიც ძალიან გავს მეორე მსოფლიო ომის დროს გებელსის პროპაგანდას“ – ამბობს ,,ნიუპოსტთან“ უკრაინაში მყოფი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი.

,,ყველაზე აღმაშფოთებელი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ოფიციალური უწყებები ამას იყენებენ, როგორც ოფიციალურ წყაროს. ეს მეტყველებს ჩვენი ძალოვანი სტურქტურების კომპეტენციაზე, როცა მსგავს რამეზე დაყრდნობით საუბრობენ, ბარემ აიღონ რუსული პრესა და ის გამოიყენენონ. სწორედ ამ საიტმა ორი დღის წინ დაწერა, რომ თითქოს ფრანსპრესთან ინტერვიუში იაცენუკმა დააბრალა ტიმოშენკოს, რომ ის სთავაზობდა ინტიმურ ურთიერთობას. ამის გამო ფრანს პრესი იძულებული გახდა ოფიციალურად გაეპროტესტებინა და ამის შემდეგ გააქრეს საიტიდან, აი ამ მარაზმთან გვაქვს საქმე და ამას იყენებენ ჩვენი სამართალდამცავი უწყებები“ – აცხადებს შაშკინი.

სიახლეები

სასამართლომ დათა ქაშიაშვილი 4-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში...

ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ევროპარლამენტის ანგარიშში მოხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარალენტის ანგარიშში მოხვდა - კორუფციისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე...

ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ნანა სანდერმა განაცხადა, რომ ციხეში თვითმკვლელობა სცადა. მისი...

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა-რასა იუკნევიჩიენე

ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის საგარეო...