მთავარისიახლეებიდაუსაბუთებელი შემოსავლების გამო, "ალტ ინფო" 220 000 ლარით დაჯარიმდა

დაუსაბუთებელი შემოსავლების გამო, “ალტ ინფო” 220 000 ლარით დაჯარიმდა

Published on

აუდიტის სამსახურმა „კონსერვატიული მოძრაობა“ იგივე „ალტ-ინფო“ , 2022 წლის 6 ივნისს 220 000 ლარით დააჯარიმა – წერს ანტიკორუფციული მოძრაობა.

მათი ცნობით, სანქციის მიზეზი ის დაუსაბუთებელი შემოსავლებია, რომლის წარმომავლობაც ვერ დგინდება.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2022 წლის 1 ივნისს აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახურს განცხადებით მიმართეს, რათა მოქალაქეთა გაერთიანება „კონსერვატიული მოძრაობის“ შესაძლო უკანონო შემოწირულობით დაინტერესებულიყვნენ.

ანტიკორუფციულ მოძრაობაში ამბობენ, რომ საჭიროა გაგრძელდეს მუშაობა იმის დასადგენად, რომ დაკითხულ იქნას ყველა შემომწირველი, რომელიც დაუსაბუთებელ თანხებს სწირავს კონსერვატიულ მოძრაობას.

სიახლეები

“სიტყვები საკმარისი არ არის, ჩადით საქართველოში, მოითხოვეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები”-მიხაელ როთი კაია კალასს

"გმადლობთ, ძვირფასო კაია კალას, მაგრამ სიტყვები საკმარისი არ არის. ჩადით საქართველოში! გაამხნევეთ ის ადამიანები,...

“ვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას” -დასავლელი პოლიტიკოსების ერთობლივი განცხადება

"დღეს საქართველოს მეგობრების დიდ ჯგუფთან ერთად ვავრცელებთ განცხადებას, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების და გადამწყვეტი...

“აგენტებო და ფულზე გაყიდულებო!”-გენო პეტრიაშვილი დღევანდელი აქციის მონაწილეებს

ივანიშვილის "დეპუტატი" გენო პეტრიაშვილი "აგენტებს" და "ფულზე გაყიდულებს" უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს პარლამენტთან...

ბლოგერ უჩა აბაშიძეს 5, მარიამ იაშვილს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მოსამართლე...