რუსეთის შეჭრის შემდეგ, თითქმის 14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა – გაერო

0
291

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, თითქმის 14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

ქვეყნიდან გასულთა უმეტესი ნაწილი ქალი და ბავშვია, რადგან 18-დან 60 წლამდე კაცებს ქვეყნის დატოვება საომარი მდგომარეობის დროს ეკრძალებათ.

უწყების ცნობით, უკრაინაში ამჟამად 15,7 მილიონ ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება. ასიათასობით ადამიანს არ აქვს წვდომა წყალზე და ელექტროენერგიაზე.

წინა სტატიასევეროდონეცკში დაკარგული ტერიტორიის დაახლოებით 20% დავიბრუნეთ – გაიდაი
შემდეგი სტატია“თუ უკრაინას გატეხდნენ, საქართველოსაც და მოლდოვასაც გატეხდნენ” – პოდოლიაკი ოკუპანტებზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური