მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ისინი ქუჩური ენით საუბრობენ, გაუგებარია, როგორ აძლევთ ხმას ასეთ ადამიანებს..." - პოდოლიაკი...

“ისინი ქუჩური ენით საუბრობენ, გაუგებარია, როგორ აძლევთ ხმას ასეთ ადამიანებს…” – პოდოლიაკი “ქართულ ოცნებაზე”

Published on

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა “ქართული ოცნების” წარმომადგენელთა მხრიდან მისი მისამართით გაკეთებული განცხადებები ტვ “ფორმულას” ეთერში შეაფასა, მართველი გუნდის წევრებს, მათ შორის, თბილისის მერს, ინტელექტი დაუწუნა და აღნიშნა, რომ ისინი “ქუჩური ენით საუბრობენ”.

გადაცემა “სანაიასთვის” მიცემულ ინტერვიუში პოდოლიაკმა გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ ქართველი ხალხი “ასეთ ადამიანებს” ხმას აძლევს, თუმცა, დაამატა, რომ ეს საქართველოს შიდა არჩევანია:

“არსებობს ასეთი ცნება, მაღალკულტურული ინტელექტუალური ადამიანი. როდესაც ეს სუბიექტები ქუჩურად ლაპარაკობენ, ამის წაკითხვა არ არის აუცილებელი. მე არ ვიცი, როგორ აძლევთ ხმას ასეთ ადამიანებს, რომლებიც ამ ტონით ლაპარაკობენ. ეს თქვენი შიდა არჩევანია. თქვენ შეიძლება აირჩიოთ ისინი, რომლებიც ნაკლებად განათლებული ადამიანების სტილში საუბრობენ. თუ თქვენ მოგწონთ, პრობლემა არა. მომხრე ვარ ორივე ხელით. ეს თქვენი შიდა პოლიტიკაა.

შეუძლიათ ილაპარაკონ, მაგრამ როცა ომი დასრულდება, საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენ ერთმანეთს დავუსვამთ კითხვებს: თქვენ ხომ ასე ლაპარაკობდით, ხომ მაგარი ბიჭები ხართ, მაშინ აგვიხსენით, ასე რატომ მოქმედებდით? მერე ვისაუბრებთ. ახლა აქ ადამიანებს ხოცავენ და იძულებული ვარ ვუსმინო იმ ადამიანებს, რომელთაც არ შეუძლიათ საკუთარი აზრების არგუმენტირება მოახდინონ”, – თქვა პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ტვ “ფორმულას” ეთერში.

სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. „როგორც საზოგადოებისთვის...

EU-ის წევრი ქვეყნების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირეს. საუბარია ახალ წესებზე, რომლის...

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ...

პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც საგანგებო ბრიფინგზე, მთავარმა...