მთავარისიახლეებიმარტში პუტინის მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი

მარტში პუტინის მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი

Published on

ამერიკული გამოცემა Newsweek ამერიკის დაზვერვის სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ჯანმრთელობა ბაიდენის ადმინისტრაციაში ინტენსიური საუბრის საგანია მას შემდეგ, რაც მაისის ბოლოს დაზვერვამ მეოთხე ყოვლისმომცველი შეფასება გამოაქვეყნა.

ამერიკის კლასიფიცირებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ როგორც ჩანს, პუტინი ხელახლა გამოჩნდა მას შემდეგ, რაც აპრილში გაიარა პროგრესული კიბოს მკურნალობის კურსი.

წყაროების თქმით, შეფასებები, ასევე, ადასტურებს, რომ მარტში პუტინის მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

მედია წერს, რომ მაღალი თანამდებობის პირები სადაზვერვო სააგენტოს სამი სხვადასხვა დეპარტამენტიდან, შეშფოთებულები არიან, რომ პუტინი სულ უფრო პარანოიდულია ძალაუფლების შენარჩუნების გამო, ეს კი უკრაინაში რთულ და არაპროგნოზირებად კურსს ქმნის. მიუხედავად ამისა, მათივე თქმით, ეს არის ის, რაც ასევე ნაკლებად სავარაუდოს ხდის ბირთვული ომის დაწყების პერსპექტივას.

“პუტინის ძალაუფლება ძლიერია, მაგრამ აღარ არის აბსოლუტური. კრემლის შიგნით თაღლითობა არასოდეს ყოფილა ასეთი ინტენსიური მისი მმართველობის დროს, ყველა გრძნობს, რომ დასასრული ახლოსაა”, – ამბობს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.

ოფიციალური პირები მედიას ეუბნებიან, რომ პუტინის იზოლაცია ურთულებს მათ ზუსტი ინფორმაციის მოპოვებას.

მედია წერს, რომ ცხენზე მოჯირითე და ჰოკეის მოთამაშე პუტინი წლების განმავლობაში იყო რუსეთში მამაკაცურობისა და სიცოცხლისუნარიანობის სიმბოლო, რომელსაც კრემლის პროპაგანდა აქტიურად იყენებდა ამერიკელ კოლეგებთან “შესადარებლად”. გამოცემის თქმით, შემდეგ გაჩნდა “ძალიან გრძელი მაგიდა”, რომელიც პუტინმა კრემლში მნიშვნელოვანი შეხვედრების დროს გამოიყენა, ასევე, თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას მაგიდაზე ჩაჭიდებული ხელი.

აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოება შეთანხმდა, რომ პუტინის მდგომარეობა იმაზე მძიმე იყო, ვიდრე ადრე ეგონათ და მისი ფიზიკური დაღლილობა დაემთხვა რუსეთის დაუძლურებას.

წყარო ეროვნული დაზვერვიდან ამბობს, რომ ვიღაც, ვინც ოდესღაც ითვლებოდა ყოვლისშემძლედ, ახლა ძირითადად იბრძვის მომავლისთვის, განსაკუთრებით საკუთარი მომავლისთვის.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...