მთავარისიახლეები"ხელისუფლება კიდევ ერთ ბერკეტს იყენებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად" | მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი...

“ხელისუფლება კიდევ ერთ ბერკეტს იყენებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად” | მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი საქმეში ექსპერტიზის ბიუროს ჩართვაზე

Published on

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ერთვება. სამედიცინო ექსპერტიზა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მას შემდეგ ჩანიშნა, რაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან ალტერნატიული კომისიის წევრი ექიმები შევიდნენ და სამედიცინო კვლევების ჩატარება დაიწყეს.

რას ემსახურება ხელისუფლების დაკვეთით ჩანიშნული ექსპერტიზა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც უფლებადამცველი შოთა თუთბერიძე ამბობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მის ხელთ არსებულ კიდევ ერთ ინსტრუმენტს იყენებს.

“ახლა, როდესაც ცენტრმა ემპათიამ დაიწყო ნეიტრალური ექსპერტიზის ჩატარება, სწორედ ახლა გადაწყვიტა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც სამხარაულისთვის მიემართა და ექსპერტიზის ჩატარების მხრივ ინფორმაცია გაევრცელებინა. ბუნებრივია, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება იყენებს კიდევ ერთ მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტს სწორედ თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ცდილობს გამოიყენოს ეს სამსახური ან სხვისი დასკვნის გასაშავებლად, რეპუტაციის შესალახად ან საკუთარი პოზიციის გასამყარებლად”, – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

ცენტრ “ემპათიაში” ამბობენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს ექსპერტების მუშაობაში ჩარევისა და ხელშეშლის შესაძლებლობას არ მისცემენ.

“შეეძლოთ დაენიშნათ ასეთი პარიტეტული ექსპერტიზა, ჩვენ მზად ვიყავით მიგვეღო მონაწილეობა და პრაქტიკულად, ვნახავდით, ვინ როგორ დამოუკიდებლობის ხარისხს აჩვენებდა ამ ექსპერტიზაში. 4 დასკვნა გვაქვს გაცემული, ოთხივეში არის სერიოზული არგუმენტაცია და მტკიცებულებები, რომელსაც სამწუხაროდ არ იზიარებდა იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციური სამსახური არცერთ ეტაპზე. რაც ახლა აჩვენა ამ კვლევებმა არის ის, რომ სამწუხაროდ პროგრესირებს ის დიაგნოზები, რომლებიც ჩვენს მიერ იქნა დასმული”, – თქვა ცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, “ემპათიას” ექსპერტები კლინიკა ვივამედში 1-2 ივნისს იმყოფებოდნენ. ისინი სხვადასხვა კვლევებს ატარებენ და ამავდროულად, პაციენტის სამედიცინო ისტორიას ეცნობიან. კლინიკაში დღეს მათი ვიზიტი არ იგეგმება. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, მედიკოსები შესაბამის დასკვნას გამოაქვეყნებენ.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...