შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან და შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა. შეხვედრაზე, რისკების შემცირებისა და არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „პოლიციის შესახებ“ კანონით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები, არჩევნების დღეს პოლიციის სამოქმედო გეგმა და სხვა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.„შს სამინისტრო მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს იმისთვის, რომ საარჩევნო პერიოდმა წელსაც მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს. ჩვენ, კანონის შესაბამისად, ადეკვატურ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერ გადაცდომაზე, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის არჩევანის თავისუფლება. პოლიცია არის აპოლიტიკური და ინარჩუნებს ნეიტრალიტეტის პრინციპს. ასე იყო წინასაარჩევნო პერიოდში და ასე იქნება არჩევნების დროსაც. ამასთან, არჩევნების დღეს, იმისთვის, რომ პოლიციამ ეფექტურად იმუშაოს, გადავდივართ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. თუმცა, ბუნებრივია, არც ერთ პოლიციელს არ შეექმნება პრობლემა, მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს საკუთარი არჩევანი“,- განაცხადა თათბირზე შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
არჩევნების დღეს პოლიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის
სიახლეები
სიახლეები
თევზი 20%-ით, ხორცი 10%-ით, პური 7%-ით გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.3%-ით გაიზარდა,...
საზოგადოება
საუბარი იყო იმაზე, რომ ეფექტურია ეს მედიკამენტები-დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები კობახიძეს შეხვდნენ
"დეტალურად გადავეცით ჩვენ ინფორმაცია მედიკამენტებთან მიმართებაში, მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, იმასთან დაკავშირებით... ჩვენ პოზიტიურად ვართ...
საზოგადოება
საჯარო სკოლების II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს მიმდინარე წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ
საჯარო სკოლების II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს მიმდინარე წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ - განაცხადა...
საზოგადოება
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა - ინფორმაციას უკრაინული მედია რკინიგზის განცხადებაზე დაყრდნობით...