მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ ომის მეასე დღეს - სად რა ხდება უკრაინაში

რა უნდა ვიცოდეთ ომის მეასე დღეს – სად რა ხდება უკრაინაში

Published on

მთავარი შეტაკებები სევეროდონეცკის ცენტრში მიმდინარეობს. ოკუპანტებმა სცადეს ქალაქის აღმოსავლეთით, მეტელკინოს დასახლების შტურმი, მაგრამ უკრაინელებმა ისინი უკუაქციეს.

როგორც დონეცკის ოლქის უკრაინული ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაი ამბობს, ქალაქის დაახლოებით 20% რუხი ზონაა, სწორედ აქ მოქმედებენ უკრაინელები, ამას გარდა, მათ მიერ კონტროლდება სამრეწველო ზონა, კერძოდ ქარხანა “აზოტი”, საიდანაც ჯგუფები პერიოდულად გადიან და დარტყმას აყენებენ ოკუპანტებს, რომლებიც ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. “აზოტში”, მიწისქვეშა ბუნკერებს ადგილობრივი დაახლოებით რვაასი მშვიდობიანი მოქალაქეც აფარებს თავს.

უშედეგოდ დასრულდა ოკუპანტთა მცდელობა, დაეკავებინათ ბელოგოროვკა, რომელიც ლისიჩანსკიდან დასავლეთით მდებარეობს.

იზიუმისა და სლავიანსკის მიმართულებაზე იყო რუსების მხრიდან შტურმის მცდელობა ბოგოროდიჩნისა და დოლინას მიმართულებით, ოკუპანტებმა სცადეს დასახლებულ პუნქტ სტუდიონოკში შესვლა, მაგრამ უშედეგოდ. ბრძოლები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ლისიჩანსკი-ბახმუტის გზაზე მიმდინარეობს ბრძოლები დასახლება ვრუბოვკისთვის.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში მოახერხეს წარმატებული კონტრშეტევის გაგრძელება ხერსონის მიმართულებით. დნეპრის “აზოვის” მებრძოლების ცნობით, ამ მიმართულებაზე გუშინ საღამოს 8 კმ ტერიტორია გაათავისუფლეს, დილის მონაცემებით კი ოკუპანტები განდევნილი არიან უკვე 20 კმ ტერიტორიიდან. 

სიახლეები

პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე...

რუსეთმა კიევს სამი ტალღით 21 ბალისტიკური რაკეტა ესროლა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ღამის თავდასხმის სამიზნე უკრაინის 12 ოლქი გახდა. დაიღუპა ორი...

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...