მთავარისიახლეებიპუტინს სურდა ნაკლები ნატო, თუმცა უფრო მეტი ნატო და ალიანსის მეტი წევრი...

პუტინს სურდა ნაკლები ნატო, თუმცა უფრო მეტი ნატო და ალიანსის მეტი წევრი მიიღო – სტოლტენბერგი

Published on

პრეზიდენტ პუტინს სურდა ნაკლები ნატო, თუმცა მან მიიღო მეტი ნატო, მეტი ჯარი და ნატოს მეტი წევრი. ნატოს წევრობაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით შვედეთისა და ფინეთის გადაწყვეტილება ისტორიულია. ისინი გააძლიერებენ ჩვენს ალიანსს. ჩვენ უნდა გადავჭრათ ჩვენი ყველა წევრის უსაფრთხოების საკითხი და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, ვიპოვოთ ერთიანი გზა. მადრიდის სამიტზე შევათანხმებთ ნატოს შემდგომ სტრატეგიულ კონცეფციას – გავაძლიეროთ ჩვენი შეკავება და თავდაცვა და მოვემზადოთ მზარდი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქისთვის ისეთ ავტორიტარულ ძალებთან, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი. ეს მოიცავს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან აზია-წყნარი ოკეანისა და სხვა მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში.

თქვა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...