მთავარისიახლეებიმსოფლიოსევეროდონეცკში ოკუპანტები გამაგრდნენ, ლიმანზე შეტევა მზადდება, უკრაინა HIMARS-ებს ელოდება - ომის 98-ე...

სევეროდონეცკში ოკუპანტები გამაგრდნენ, ლიმანზე შეტევა მზადდება, უკრაინა HIMARS-ებს ელოდება – ომის 98-ე დღე

Published on

უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ სევეროდონეცკის ცენტრში რუსი აგრესორები გამაგრდნენ, თუმცა, მთლიანად ქალქს ჯერ ვერ აკონტროლებენ. ამავე დროს, გენშტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტები ამზადებენ შეტევას ლიმანის მიმართულებით.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყოველდღიურად ომში 60-დან 100-მდე ჯარიკაცი იღუპება, ხოლო 500-მდე სამხედრო სხვადასხვა სახის ჭრილობას იღებს.

“აი, ამ ფასად გვიჯდება ჩვენი საზღვრების დაცვისთვის ბრძოლა”, – დაამატა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინა აშშ-სგან შეიარაღების ახალ პაკეტს ელოდება. როგორც “ნიუ იორჯ თაიმსი” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ამ პაკეტით უკრაინა მიიღებს “ჰაიმარსს” – ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, თუმცა, ჯო ბაიდენს ამის შესახებ ოფიციალურად არ განუცხადებია: აშშ-ის პრეზიდენტმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ უკრაინა მიიღებს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს და რაკეტებს ამ სისტემებისთვის, ოღონდ არა ისეთებს, რითაც ისინი დარტმის განხორციელებას რუსეთის სიღრმეში შეძლებენ.

“ჩვენ უკრაინას მხოლოდ თავდაცვით იარაღს მივაწვდით”, – აცხადებენ თეთრ სახლში.

ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების გათვლებით, ამერიკული დახმარების ახალ პაკეტში შედის:

MLRS M270(შესაძლოა Himars-ებიც) – ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები,კონტრ-ბატარეული და საზენიტო სარაკეტო კომპლექსების რადარები,Javelin ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, ვერტმფრენები და ლოჯისტიკური საშუალებები.

სამხედრო დახმარების მოცულობა 700 მილიონ დოლარად არის შეფასებული. აღნიშნული სამხედრო პაკეტი არის 40 მილიარდიანი სამხედრო-ფინანსური დახმარების ნაწილი.

უკრაინის გენშტაბი წარმატებებზეც საუბრობს: მაგალითად, ხერსონის მიმართულებაზე უკრაინელთა კონტრშეტევები წარმატებული აღმოჩნდა იმ ფონზე, რომ რუსეთმა მთელი თავისი შეიარაღებული ძალების კონცენტრირება სევეროდონეცკზე მოახდინა და ხერსონის მიმართულებაზე მოწყვლადი აღმოჩნდა. შესაბამისად, ამ ფრონტზე უკრაინას აქვს შანსი, გაათავისუფლოს დასახლებული პუნქტი ნოვაია კახოვკა და რუსული შენაერთები ალყაში მოაქციოს კრივოი როგის მიმართულებაზე.

სიახლეები

ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის – სააკაშვილი

თუ ჩვენ მკაფიო, თავისუფალი, პროდუქტიული გადასვლა გვინდა ამ უბედურებიდან, ბედნიერი მომავლის მოდელისკენ, ყველამ ეგოზე...

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ცნობით, საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის. პაპუაშვილმა...

ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარაში განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი...

ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში ხმების 49.81% მიიღო

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ...