მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ახლა თქვენ ჩვენთან ბრძოლით მხოლოდ ქვეყანას აზიანებთ''- გიგი უგულავა ივანიშვილს აფრთხილებს

,,ახლა თქვენ ჩვენთან ბრძოლით მხოლოდ ქვეყანას აზიანებთ”- გიგი უგულავა ივანიშვილს აფრთხილებს

Published on

 "ნაციონალური მოძრაობა"  თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს:

"არ ვაპირებ სასამართლოს უსამართლობაზე საუბარს. ეს მოცემულობაა ოლიგარქ ივანიშვილის მიერ ქვეყნის პრივატიზაციის შემდეგ, მედიის სრული უზურპაცია. მედიისა და სიტყვის თავისუფლების გარეშე ჩვენ დავკარგავთ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის შესაძლებლობას. თავისუფლება ადამიანის ბუნებაა. ამიტომ საბოლოოდ თითოეულ მოქალაქეზე და მის აქტიურიურობაზე დადის – შევდგებით თუ არა თავისუფლების მოყვარულ ერად", – აცხადებს უგულავა.
დედაქალაქის ყოფილი მერი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებსაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ მათ გულებში "ბოღმამ და შურისძიებამ" არ დაისადგუროს. გიგი უგულავა მიმართავს ბიძინა ივანიშვილსაც.
"ასეთ ვითარებაში უდიდესი როლი აკისრიათ პოლიტიკურ პარტიებს და განსაკუთრებით "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", როგორც მთავარ პოლიტიკურ ძალას. მე ვარ ამ პარტიის ერთ–ერთი ლიდერი და მინდა მოგმართოთ ჩვენს მომხრეებს: თქვენ გარბევენ, შეურაცხყოფას გაყენებენ, გდევნიან, როგორც პირველი საუკინის ქრისტიანებს. თქვენ გაბრაზებული და აღშფოთებულები ხართ, მაგრამ არ მინდა მათ დავემსგავსოთ, ვინც გვარბევს. ბოღმამ და შურისძიებამ არ უნდა დაისადგუროს ჩვენს გულში. მხოლოდ ასე შევძლებთ მთელ საზოგადოებას ვაჩვენოთ მაგალითი, რომ წინ უნდა ვიყუროთ და ქვეყანა კრიზისს ავაცილოთ. სწორედ ლიდერს აქვს ეს პასუხისმგებლობა და თქვენ დღეს ხართ ლიდერი და უნდა იყოთ სიმშვიდის მაგალითი. 
მინდა მივმართო ივანიშვილს: ჩვენ უკვე საკმარისზე მეტად ვატკინეთ ერთმანეთს, 
ახლა თქვენ ჩვენთან ბრძოლით მხოლოდ ქვეყანას აზიანებთ. ჩვენ ვდგავართ უფსკრულის წინაშე და ეს უფსკრული დღეს ჩვენ გვიყურებს თვალებში", – აღნიშნულია უგულავას განცხადებაში

 

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. “დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა...

პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილს სპეკულაციურს უწოდებს

შალვა პაპუაშვილი მისივე ყოფილ თანაგუნდელს, "ქართული ოცნების" ორგზის პრემიერ-მინისტრს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს. "ქართული ოცნების" ლიდერი,...

ზელენსკის განცხადების მერე, თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა

ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს...

სახალხო დამცველი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

საქართველოს სახალხო დამცველი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება. ცნობილია, რომ პატიმარ ღარიბაშვილთან შეხვედრის...