მთავარისიახლეებილვოვის მედესანტეებმა, რუსეთის 104-ე სადესანტო პოლკის ოცეული გაანადგურეს

ლვოვის მედესანტეებმა, რუსეთის 104-ე სადესანტო პოლკის ოცეული გაანადგურეს

Published on

ლვოვის მედესანტეებმა, გაანადგურეს რუსეთის 104-ე პოლკის ოცეული ფსკოვის რეგიონიდან – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაღუპულია 20-მდე რუსი ოკუპანტი და განადგურებულია მტრის აღჭურვილობა.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სადესანტო ძალების მე-80 ცალკეული საჰაერო თავდასხმის ბრიგადის საარტილერიო ნაწილების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, განადგურებულია საჰაერო სადესანტო ჯარების 76-ე სადესანტო დივიზიის 104-ე სადესანტო პოლკის ოცეული”, – აცხადებს უწყება

აღსანიშნავია, რომ რუსეთის აღნიშნული სამხედრო ნაწილი, 2014 წლიდან არაერთხელ დაუპირისპირდა ლვოვის მედესანტეებს და მნიშვნელოვანი ზარალიც მიიღო უკრაინის დამცველებისგან.

სიახლეები

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...

ტრამპი Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოებას მხარს უჭერს

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა...

მოქალაქეებს სახლების და კოტეჯების აშენებას პირდებოდა – თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით,...

შსს – დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული...