მთავარისიახლეებივერ განვსაზღვრავთ რა იქნება რუსეთის რეაქცია, რომელიც შესაძლოა, განახლებული აგრესიით მიუბრუნდეს სხვა...

ვერ განვსაზღვრავთ რა იქნება რუსეთის რეაქცია, რომელიც შესაძლოა, განახლებული აგრესიით მიუბრუნდეს სხვა მეზობლებს, მათ შორის საქართველოს

Published on

“როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ანაქრონული ომი, უკრაინელები უკვე გამარჯვებულები არიან: მათ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის უდიდესი ფასი გადაიხადეს და გაამყარეს ის.

ძნელი სათქმელია, ხვალინდელი ევროპა რა პრინციპებით იხელმძღვანელებს და როგორ გაარჩევს სხვადასხვა ქვეყნების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას – უკრაინის – როგორც ცენტრალური ევროპის სტაბილურობის გარანტის, კავკასიის – როგორც აღმოსავლეთთან სტრატეგიული ხიდის, რუსეთის იზოლაციის პირობებში, თუ ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით აღმოსავლეთ ბალკანეთის როლს, ამ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დაუქვემდებარებს პოლიტიკურ პრინციპებს, თუ გამოიყენებს ერთგვარად შერეულ კრიტერიუმებს, როგორ დააბალანსებს გაფართოების აუცილებლობასა და ეკონომიკური თუ სოციალური გაღრმავების საჭიროებას. ამ მოსალოდნელი ცვლილების ფონზე, საჭიროა ჩვენ დავინახოთ ჩვენი ადგილი და შესაძლებლობები.
ჩვენ წინ ძალიან დიდი პერსპექტივები იხსნება, როგორც პატარა ქვეყანა ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და ჩვენი მოქნილობიდან გამომდინარე, თუკი ჩვენ შევძლებთ ჩვენი ადგილის დანახვასა და გამყარებას. ვერ განვსაზღვრავთ რა იქნება რუსეთის რეაქცია, მორალური მარცხის და იზოლაციის შედეგად, რომელიც შესაძლოა, განახლებული აგრესიით მიუბრუნდეს სხვა მეზობლებს, მათ შორის საქართველოს, რისი საფრთხეც არსებობს, თუნდაც რეფერენდუმის ფორმით.
მთავარია, ამ ახალი შესაძლებლობების და საფრთხეების ფონზე, ჩვენ ვიცოდეთ რა გვინდა და როგორ გვინდა, და რა არის ჩვენი ფასეულობები. მთავარია, ვაჩვენოთ მსოფლიოს, თუნდაც თვითონ ორჭოფობდნენ, რომ შემდეგი ნაბიჯების გადადგმის შესახებ ჩვენი არჩევანი ურყევია!”

განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე – “უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...