მთავარისიახლეები7 ნაბიჯი EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად - ოპოზიციის მანიფესტი

7 ნაბიჯი EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად – ოპოზიციის მანიფესტი

Published on

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა პარლამენტში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს “7 ნაბიჯის ნუსხა” გაასაჯაროვეს, რომელსაც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გადასცემენ.

როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ამ ნაბიჯების შესრულება უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო.

7 ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ოპოზიცია ითხოვს, ასეთია:

პირველი – ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში.

მეორე – საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ მეორე და მესამე მოსმენით მიღება.

მესამე – შეწყდეს დასავლელ პარტნიორებზე, დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებზე და ელჩებზე თავდასხმა.

მეოთხე- უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, სადაც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული უკრაინაში.

მეხუთე – მთავრობის მიერ მომზადდეს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას.

მეექვსე – ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა.

მეშვიდე – მიხეილ სააკაშვილს, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა და საერთაშორისო მაღალი დონის სამედიცინო ექსპერტების ჩამოყვანა, რომელთა დასკვნის შესრულებაც მკურნალობა-რეაბილიტაციაზე სავალდებულო იქნება ყველა მხარისთვის.
“ისტორიულ გზაგასაყარზე ვართ და ვფიქრობ, რომ ზედმეტი პათეტიკის, ურთიერთ შეგონების დრო არ არის. მით უმეტეს, არც ურთიერთ თავდასხმების. გუშინ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა თქვა, რომ 2-3 კვირა დაგვრჩა გადაწყვეტილების მიღებამდე და ამ დროის მანძილზე, საქართველომ უნდა აჩვენოს გადამწყვეტი ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. […] ეს ყველაფერი შეგვიძლია მოვასწროთ 2 კვირის მანძილზე და პირნათელი ვიყოთ ჩვენი შვილების, ქვეყნის მომავლისა და საქართველოს ისტორიის წინაშე”, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...