მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციამ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიებისთვის მიწის...

ოპოზიციამ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიებისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემის შესახებ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა

Published on

ოპოზიციამ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება , რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას პუშკინის სკვერის და თაბორის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები გადაეცა, საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. 
  ოპოზიციური პარტიებმა გაერთიანებული სარჩელი სასამართლოში დღეს შეიტანეს და ამ გადაწყვეტილების  გაუქმებას ითხოვენ.
 
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, საუბარია საკრებულოს ორ გადაწყვეტილებაზე. ერთ-ერთი მათგანი შეეხება ამ მიწის ფართობებისთვის ზონალური სტატუსის მოხსნას. მეორე კი ნაკვეთების გასხვისებას.
 
„ჩვენ მოვითხოვთ, რომ გაუქმდეს საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილება. ისევე, როგორც უნდა გაუქმდეს საკრებულოს 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ერთ შემთხვევაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილისთვის გამზადებულ ნაკვეთებს მოეხსნა ზონალური სტატუსი და მეორე შემთხვევაში, როდესაც უკვე ეს ნაკვეთები გასხვისდა ბიძინა ივანიშვილზე. ამავდროულად, ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეჩერდეს ამ გადაწყვეტილებების აღსრულება,“ – განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.
 
საკრებულოს ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის – თბილისის”თავმჯდომარის განცხადებით, საკრებულოს ამ გადაწყვეტილების მისაღებად ქვორუმიც კი არ ჰქონდა. მამუკა ახვლედიანის თქმით, ყველანაირი ნორმა იქნა დარღვეული, ამიტომ ის იმედს გამოთქვამს, რომ საქალაქო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას ბათილად ცნობს.
 
„34 ხმა იყო საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად და 29 ხმით მიიღეს. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული,“ – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
 
კოლეგებს ეთანხმება, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”რესპუბლიკელების” თავმჯდომარე. ხათუნა სამნიძის თქმით, საკრებულოს გადაწყვეტილება არის უკანონო.

სიახლეები

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. მათივე...

დღეიდან იმპორტირებული სიგარეტი ძვირდება

2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდება, რაც მის ფასსაც ზრდის. დაჩქარებული წესით მიღებული...

დღეიდან, მძღოლები ხმაურის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევაში დაჯარიმდებიან

დღეიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებს ეხება. ცვლილებების...

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...