მთავარისიახლეებიRSF ნიკა გვარამიას პატიმრობის განაჩენის გადახედვას ითხოვს

RSF ნიკა გვარამიას პატიმრობის განაჩენის გადახედვას ითხოვს

Published on

საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორების საზღვრებს გარეშე” (RSF) “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია ითხოვს გადაიხედოს ოპოზიციური ტელეარხის დირექტორის “უპრეცედენტო და სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი “უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების” გამო, რისთვისაც მას სამწელიწად-ნახევარით თავისუფლების აღკვეთა მიესჯა”.

RSF შეშფოთებულია მზარდი საფრთხეებით საქართველოში დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის მიმართ.

“საქართველოში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელს პატიმრობა მიუსაჯეს. “მთავარი არხის” დირექტორი, ოპოზიციური ტელეკომპანია, რომელიც მან 2019 წლის 16 მაისს დააარსა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სთვის ფინანსური ზარალის მიყენებისთვის, რომელსაც მანამდე რვა წლის განმავლობაში მართავდა. გვარამია უარყოფს ბრალდებას თანხების მითვისებაზე, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ში უნდა წასული და ბრალდებულად ცნობის გასაჩივრებას აპირებს”, – აღნიშნულია სტატიაში.

RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელი, ჟან კაველიერი ამბობს, რომ “ასეთი საეჭვო საფუძვლების მქონე საქმეში განაჩენისა და სასჯელის სიმძიმე მიუთითებს იმაზე, რომ იგი პოლიტიკურად მოტივირებული იყო ოპოზიციური მედიის დასუსტების მიზნით”.

“ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლება ავლენს არა მხოლოდ გარკვეულ პასიურობას პრესის თავისუფლებაზე თავდასხმების ფონზე, არამედ მზაობას – შეაფერხოს ოპოზიციური ჟურნალისტების მუშაობა.

ჩვენ მოვუწოდებთ სასამართლოებს დაუყოვნებლივ გადახედონ ნიკა გვარამიას განაჩენს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებები, რათა უზრუნველყონ უსაფრთხო გარემო საქართველოში ყველა მედიისთვის”, – ამბობს ის.

სტატიაში “პორშეს მანქანის ეპიზოდთან” დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ომბუდსმენის თქმით, პროკურატურამ ვერ წარადგინა რაიმე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მტკიცებულება.

RSF წერს, რომ “ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ ქართულ მედიასაშუალებებს შორის ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია “მთავარი არხი” სირთულეებისა და შევიწროების მიუხედავად მაუწყებლობას აგრძელებს”. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამია თანამდებობაზე მისმა მოადგილემ, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ და ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა შეცვალეს.

სტატიის დასასრულს საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ “მთავარი არხი” ხშირად ხდება ხელისუფლების თავდასხმების სამიზნე მაგალითად კი 2021 წლის ნოემბერში არხის კლიპების გამო, 111 303 ლარით დაჯარიმება და “ქართული ოცნების” ლიდერების, მათ შორის წულუკიანის და კალაძის, მხრიდან ჟურნალისტების შევიწროება მოჰყავს.

ცნობისთვის RSF-მ პირველი განცხადება ნიკა გვარამიას შესახებ 19 მაისს გაავრცელა:

ვითხოვთ განაჩენის გადახედვას, რომელიც მიზნად ისახავს კრიტიკული ჟურნალისტების დაშინებას – RSF ნიკა გვარამიაზე.

სიახლეები

ბელარუსიდან რუსეთში საწვავის მიწოდებამ ივნისში რეკორდულ დონეს მიაღწია

ბელარუსმა ივნისში ავტობენზინისა და დიზელის საწვავის სარკინიგზო მიწოდება რეკორდულ დონემდე გაზარდა რუსეთის ბაზარზე ნავთობპროდუქტების...

ვლადიმირ პუტინი უარყოფს მოწოდებებს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ

პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უარყოფს მოწოდებებს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, განუცხადა Reuters-ს კრემლთან დაახლოებულმა...

პოლონეთში საქართველოს 26 წლის მოქალაქე სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ ოტვოცკში საქართველოს 26 წლის მოქალაქე სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების...

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ...