მთავარისიახლეებინათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინეს

ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინეს

Published on

პრეზიდენტმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინა. შესაბამისი დოკუმენტები ასახულია პარლამენტის ვებგვერდზე.

ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის პოსტი 9 თებერვალს დატოვა. ფორმულამ აპრილში გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურნავას სებ-ის პრეზიდენტის პოსტის დაკავება სურს.

ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს ვადა მომავალი წლის მარტში ეწურება.

ეროვნული საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც შედგება ცხრა წევრისაგან. საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი შვიდი წლის ვადით.

სებნ-ის პრეზიდენტს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურას ეროვნული საბჭო მისივე წევრებიდან ირჩევს და თავადვე წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

სიახლეები

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენებისთვის საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ყავის საწარმოში - შპს "ტრეიდერი" არაგეგმური ინსპექტირების დროს დადგინდა, რომ...

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მაზანაშვილმა ჭიათურის პროტესტის ოთხივე დაკავებული მონაწილე დამნაშავედ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჭიათურის პროტესტის მონაწილე მაღაროელების განაჩენები გამოცხადდა. გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს 6...

საქართველოდან რუსეთის, ჩინეთის და კიდევ 14 ქვეყნის მოქალაქეები გააძევეს

საქართველოდან რუსეთის, ჩინეთის და კიდევ 14 ქვეყნის მოქალაქეები გააძევეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების...

მალხაზ ამაღლობელი მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში შევიდა

მზია ამაღლობელს ისევ პატიმრის სტატუსი აქვს - დაპატიმრებულ ქალ ჟურნალისტთან ცოტა ხნის წინ რუსთავის...