მთავარისიახლეებიმე ვფიქრობ, კლინიკაში დაზღვევის მიზნითაა, რომ მართლა რაღაცა არ მოსწიოს თავის თავს...

მე ვფიქრობ, კლინიკაში დაზღვევის მიზნითაა, რომ მართლა რაღაცა არ მოსწიოს თავის თავს – მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე

Published on

ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი კლინიკაში “ალბათ დაზღვევის მიზნითაა” გადაყვანილი, რომ მან “თავის თავს მართლა რამე არ დაუშავოს”. მისივე აზრით, თუ მიხეილ სააკაშვილი ექიმებს დაუჯერებს, ყველაფერი კარგად ექნება.

“არაერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, თუ მართლა ვინმე ფიქრობს, გულწრფელად და არა პოლიტიკური ინტერესის გამო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, რომელიც არის დღეს პატიმრობაში და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მე ვფიქრობ, შეიძლება ასე არ იყოს, დაზღვევის მიზნით, რომ მართლა რაღაცა თავის თავს არ მოსწიოს ამ კაცმა, რაღაც კვებასთან დაკავშირებით პრობლემები, თუ სხვა რაღაცეების გამო, არ ვიცი ეს დეტალები ნამდვილად. უნდა დაუჯეროს მან საკუთარ ექიმებს, ვინც მკურნალობს, ვინც ამისათვის სპეციალურად არის გამოყოფილი ალბათ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში თუ პენიტენციარულ დაწესებულებაში. თუკი ვინმე მის ჯანმრთელობაზე მართლა ზრუნავს მას უნდა მოუწოდონ დაიცვას ექიმის რეკომენდაციები და პრობლემა არ ექნება, დანარჩენი ყველაფერი არის ხელოვნურად შექმნილი პრობლემა. ევროპაში გადაყვანა კი არა საქართველოში თუ დაუჯერებს, იქნება ყველაფერი კარგად”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი კვირაზე მეტია კლინიკა “ვივა მედში” რჩება. მისი კვლევის შედეგები ჯერ ისევ არაა ცნობილი. ოჯახიც და ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმებიც ამბობენ, რომ მდგომარეობა უმძიმესია და მსგავსი პაციენტის სრულყოფილად საქართველოში მკურნალობა შეუძლებელია. ამის გამო ისინი ითხოვენ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...