მთავარისიახლეებიყველანაირად შეეცდებიან ზეწოლას ექიმებზე, კლინიკაზე, რომ მათთვის სასურველი პოლიტიკური შედეგი მიიღონ -...

ყველანაირად შეეცდებიან ზეწოლას ექიმებზე, კლინიკაზე, რომ მათთვის სასურველი პოლიტიკური შედეგი მიიღონ – ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

Published on

მესამე პრეზიდენტი, კლინიკა “ვივა მედში” ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელად მძიმეა, მესამე პრეზიდენტი წევს, აქვს სურვილი კომუნიკაციის, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა მას ამაში ხელს უშლის.

როგორც უფლებადამცველი ამბობს, იმის მიუხედავად, რომ სამედიცინო პერსონალის და კლინიკის მიმართ პრეტენზია არ აქვთ, დარწმუნებული არიან, ყველა გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური და ხელისუფლება შეეცდება ზეგავლენას ექიმებზე.

“ჩვენთვის ცნობილია, რომ ჯერ არ დასრულებულა სამედიცინო გამოკვლევები, იმისთვის, რომ საბოლოო დიაგნოზი დაისვას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს სამედიცინო პერსონალის, ან კლინიკის მიმართ, დარწმუნებული ვართ, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე და პოლიტიკური ხელისუფალი გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხს და არ გაითვალისწინებენ ისინი არც ექიმების პოზიციას და ამასთან ცხადია, ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ისინი ყველანაირად შეეცდებიან მათ შორის ზეწოლა მოახდინონ ექიმებზე, კლინიკაზე, რომ მათთვის სასურველი პოლიტიკური შედეგი იქნეს მიღებული.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემები თავისით არ გაჩენილა. ეს არის შედეგი, მის მიმართ ციხეში განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის და ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებას ბუნებრივია ათმაგად მეტი პასუხისმგებლობა გააჩნია, პირის ჯანმრთელობაზე ზრუნვის, მაგრამ სამწუხაროდ ამის ნიშნები ჯერ-ჯერობით არ იკვეთება.

მე რომ შევედი ის იწვა საწოლში და გამოსვლისასაც იგივე მდგომარეობაში იყო, არც უცდია წამოდგომა. სურვილი კომუნიკაციის გაჩნია, მაგრამ კომუნიკაციაზე აისახება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები,” – ამბობს დიტო საძაგლიშვილი

ვივა მედი მესამე პრეზიდენტის სამედიცინო კვლევების შედეგებს არ ასაჯაროებს. სააკაშვილთან სამედიცინო ექსპერტებს დაშვებას ითხოვენ მისი ადვოკატები და სასამართლოზე შესაბამისი შუამდგომლობაც დააყენეს, თუმცა სასამართლოს პასუხი არ აქვს – ბადრი კოჭლამაზაშვილმა სხდომა დღესაც გადადო.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...