მთავარისიახლეები"უკვე სრულად წოლით რეჟიმზეა" - შოთა თუთბერიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

“უკვე სრულად წოლით რეჟიმზეა” – შოთა თუთბერიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

Published on

მესამე პრეზიდენტი ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და მესამე პრეზიდენტი სრულად წოლით რეჟიმზეა გადასული.

როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, ელოდებიან მესამე პრეზიდენტთან ექსპერტთა ჯგუფის დაშვებას, რათა შეაფასონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი ხვალ, სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება.

“ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ, ჩემი აზრით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუარესებული. როგორც მან მითხრა ის არის, უკვე სრულად წოლით რეჟიმზე, მეც დამხვდა მწოლიარე პალატაში, ამიტომ ჩვენს შორის კომუნიკაცია შედგა ასეთ მდგომარეობაში. მე არ ვიცი სამედიცინო ჩვენებები ან ანალიზის პასუხები, თუმცა როგორც ადვოკატისთვის ცხადია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე დღეა მიხელ სააკაშვილი აქ არის, ჩემი შეფასებით პოზიტიური ძვრები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისკენ სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით არ შეიმჩნევა. ამჟამად ველოდებით კიდევ ერთხელ ექსპერტების დაშვებას იმიტომ, რომ მათ უნდა შეაფასონ ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სამედიცინო კუთხით და შეაფასონ მკურნალობა რამდენად არის ეფექტური.
ამ მდგომარეობაში მე ვერ წარმომიდგენია, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე მონაწილეობა მოახერხოს, იმიტომ რომ როგორც უკვე აღვნიშნე მისი მდგომარეობა არის გაუარესებული” , – ამბობს შოთა თუთბერიძე

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედში 12 მაისს გადაიყვანეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია მისი კლინიკურ კვლევების შედეგები.

დეპუტატმა თამარ კორძაიამ დღეს აშშ-ს ემორის საუნივერსიტეტო კლინიკას ოფიციალურად მიმართა, მზაობა გამოთქვას და ჩაერთოს საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაში.

სიახლეები

ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა, ადრე ეს თბილისი იყო-იუკნევიჩიანე

ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა. ადრე ეს თბილისი იყო, ახლა კი ერევანია. მნიშვნელოვანია,...

გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა-საპატრიარქო

საპატრიარქოს ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ სამების საპატრიარქო ტაძრის...

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ახალ პატრიარქს აირჩევს

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღეს ახალი საჭეთმპყრობელი ეყოლება. 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში, მე-14 გაფართოებულ...

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...