მთავარისიახლეები"ვივა-მედმა" მიხეილ სააკაშვილის შესამოწმებლად ნეიროქირურგები მიიწვია

“ვივა-მედმა” მიხეილ სააკაშვილის შესამოწმებლად ნეიროქირურგები მიიწვია

Published on

“ვივა-მედმა” მიხეილ სააკაშვილის შესამოწმებლად ნეიროქირურგები მიიწვია. ამ წუთებში კლინიკაში გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს. დაპატიმრებილი პრეზიდენტის პირადი ექიმი მოითხოვს, სააკაშვილს კიდურების ბიოფსია ჩაუტარდეს. მედიკოსის ინფორმაციით, პაციენტ პატიმარს მგრძნობელობა აქვს დაქვეითებული.

რომ გავიგე, რომ დღეს ნეიროქირურგები უნდა მივიდნენ იქ დაელაპარაკონ „ვივა-მედის“ ექიმებს, მე თვითონ არცერთი დაკვნა არ ვიცი, არ მინახავს. ვიცი, რომ რაღაც პრობლემები არის ორივე გამოკვლევის შემდეგ, კომპიუტერული ტომოგრაფიის და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის. ასევე, ჩემი აზრით, გასაკეთებელია ელექტრომიოგრაფია, რომელიც რამდენადაც ვიცი, უკვე გაკეთდა, მაგრამ უნდა ვნახოთ მისი დაკვნა. თუ მისი დასლვნა არ იქნება ინფორმაციული, მე ვურჩევდი გაეკეთებინათ კუნთების ბიოფსია. მე ამას ვლაპარაკობ იმიტომ, რომ სააკაშვილს აქვს კუნთების ატროფია, – თქვა ყიფშიძემ.

პარალელურად, მოქმედებაზე გადავიდა ოპოზიციაც. მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო ექსპერტიზა შესაძლოა, ემორის საუნივერსიტეტო კლინიკამ ჩაუტაროს. ოფიციალური მოთხოვნა აშშ-ში თამარ კორძაიამ გააგზავნა.

მე დღეს, როგორც საქართელოს პარლამენტის წევრი პირადად ვაგზავნი თხოვნას „ემორის“ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რომ მათ გამოხატონ მზაობა კომლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომ მიუკერძოებელი ექსპერტები შეაფასებენ ამ მდგომარეობსა და ბოლოს და ბოლოს, მივიღებთ ობიქეტურად დასაბუთებულს, უკვე გვაქვს, მაგრამ, ყველა მსოფმხედველობის და ყველა პოლიტიკური გემოვნების ადამიანისთვის ობიექტურ პასუხს იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში და ამ ფორმით მკურნალობა გამოიღებს თუ არა შედეგს, – თქვა კორძაიამ.

შეუშვებენ თუ არა ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილთან, ცნობილი ხვალი ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე გახდება. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა უნდა მიიღოს.

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...