მთავარისიახლეებირუსეთმა 3 თვეში იმდენი დანაკარგი მიიღო, რამდენიც სსრკ-მ ავღანეთში 9-წლიანი ომის დროს

რუსეთმა 3 თვეში იმდენი დანაკარგი მიიღო, რამდენიც სსრკ-მ ავღანეთში 9-წლიანი ომის დროს

Published on

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ღია წერილს აქვეყნებს და უკრაინელ ბავშვებს მიმართავს.

“ბევრმა თქვენგანმა ნახა ან განიცადა ისეთი რამ, რაც არცერთ ბავშვს არ უნდა ენახა. თუმცა, ყოველდღიურად უკრაინელი ბავშვები გვასწავლიან, რას ნიშნავს იყო ძლიერი და ღირსეული. როგორ უნდა ასწიო თავი მაღლა ყველაზე რთულ დროს”, – ნათქვამია ჯონსონის წერილში.

ამასთან, ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი ამაყობს უკრაინელი ბავშვებით.

“თქვენ არ ხართ მარტო. შეიძლება შინ დაშორდეთ მეგობრებს, მაგრამ მილიონობით გყავთ, მსოფლიოში. აქ, გაერთიანებულ სამეფოში, ჩვენ ვაფრიალებთ უკრაინის დროშებს ჩვენი სახლებიდან, ოფისებიდან, ეკლესიებიდან, მაღაზიებიდან და სათამაშო მოედნებიდან. ჩვენი ახალგაზრდები ხატავენ თქვენს დროშას და ამზადებენ ლურჯ და ყვითელ სამაჯურებს თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად”, – აღნიშნულია ბრიტანეთის პრემიერმინისტრის მიმართვაში.

ჯონსონის თქმით, სჯერა, რომ უკრაინა ამ ომში მოიგებს.

“მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს, მალე, თავისუფლად დაბრუნდებით თქვენს სახლებში, სკოლებში, ოჯახებში, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დიდი დრო დასჭირდეს ამას”, – წერს ბორის ჯონსონი.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტს, 7,5 მილიონ ბავშვს ომის შედეგად საცხოვრებლის დატოვება მოუწია.

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...