მთავარისიახლეებიძალიან სამწუხაროა ამის ყურება - კრამონი კობახიძეზე

ძალიან სამწუხაროა ამის ყურება – კრამონი კობახიძეზე

Published on

“ვის შეუძლია მათი სერიოზულად აღქმა? ძალიან სამწუხაროა ამის ყურება”, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ის Twitter-ზე აზიარებს პოსტს, სადაც კობახიძე ამბობს, რომ ვიოლა ფონ კრამონი “კრიმინალების მფარველია”.

Who can you take these guys seriously? It’s so sad to watch this. https://t.co/rfWoIgC9xT

— Viola von Cramon (@ViolavonCramon) May 20, 2022
კობახიძემ ასევე თქვა, რომ კრამონის გარდა ანა ფოტიგაც და სხვებიც “ანტიევროკავშირი არიან”. მისივე თქმით, “საინტერესო აღარაა” რას იტყვიან კუბილიუსი, ფოტიგა, კრამონი და სხვა კრიტიკული განცხადებების ავტორი ევროპარლამენტარები.

ცნობისთვის, კობახიძემდე ვიოლა ფონ კრამონი კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკრიტიკა. ვიცე-პრემიერის აზრით, “მას საქართველო და ქართველი ხალხი საერთოდ არ აღელვებს და ერევა ქართულ პოლიტიკაში”.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...