“დროას” ორგანიზებით დღეს ზუგდიდში აქცია დაიგეგმა.
“სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ, არამხოლოდ ზღუდავს კრიტიკული მედიის თავისუფლებას, არამედ ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს დასავლურ კურსს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.
ეს არ ეხება პიროვნულად მხოლოდ გვარამიას, არამედ ეხება სიტყვის თავისუფლებასაც და თითოეულ მოქალაქესაც.
ამიტომ, მოდით დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, 18:00 საათზე, ერთად ვიბრძოლოთ მთავარისთვის.”- წერია განცხადებაში.