მთავარისიახლეები„ვიბრძვით მთავარისთვის“ - ჟურნალისტების სოლიდარობის მარში თბილისში

„ვიბრძვით მთავარისთვის“ – ჟურნალისტების სოლიდარობის მარში თბილისში

Published on

ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის და ქვეყანაში ცენზურისგან თავისუფალი მედიის არსებობისთვის მედიამენეჯერები და მედიის წარმომადგენლები დღეს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. სოლიდარობის მარში 19:00 საათზე დაანონსებული და მასში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია.

მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და საკანონმდებლო ორგანოსთან დასრულდება.

უკვე მეორედ გვიწევს პროტესტის ასე ხმამაღლა გამოთქმა და ქუჩაში გამოსვლა. პირველად ეს იყო, რა თქმა უნდა, 5 ივლისის და ლექსოს ამბავი, რომელმაც ჩბვენ გვაიძულა, მანამდე ქართულ ისტორიაში არნახული ჟურნალისტური საპროტესტო აქციების მოწყობა და ჩენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ხელისუფლებას, რომ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ და არ დავუშვებთ არცერთი კონკრეტული მედიის და საერთოდ, ჯამში მთელი ქართული დამოუკიდებელი კრიტიკული მედიის ჩახშობას, – ამბობს “მთავარი არხის” ტელეწამყვანი და ჟურნალისტი, პაატა იაკობაშვილი.

ტვ პირველის გენერალური დირექტორი ვატო წერეთელი სოლიდარობის აქციაზე ელოდება ყველას, ვისთვისაც სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია.

დღეს არის მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა მედიის ორგანიზებით. მე მოვუწოდებ ადამიანებს, ვინც თვლის, რომ სოლიდარობის გამოცხადება უნდა მედიისთვის, მობრძანდით დღეს რესპუბლიკის მოედანზე შვიდ საათზე და გამოხატეთ თქვენი სოლიდარობა ნიკას მიმართ, კრიტიკული მედიის მიმართ და ერთად მოვაწყოთ მშვიდობიანი მსვლელობა-აქცია, – თქვა ვატო წერეთელმა.

ტვ პირველის ჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას თქმით, თუ დღეს მედიამ თავისუფალ სამყაროს ხმა არ გააგონა, ხვალ შესძლოა, ქვეყანაშ თვაისუფალი სიტყვა აღარ ისმოდეს.

დღეს თუ ჩვენ ქუჩაში არ გავედით, არ გავაგონეთ ჩვენი ხმა თავისუფალ სამყაროს და არ ვუთხარით, რომ „გვიშველეთ”, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ძალიან მძიმე პროცესები იწყება, ხვალ შეიძლება თავისუფალი სიტყვა უბრალოდ აღარ ისმოდეს ამ ქვეყანაში. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს სოლიდარობის აქცია, რომელიც გაიმართება დღეს საღამოს შვიდ საათზე. რესპუბლიკის მოედნიდან დავიწყებთ მსვლელობას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ; „ვიბრძვით მთავარისთვის“, – თქვა გრიგოლიამ.

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...