მთავარისიახლეები"მორჩით პრეზიდენტის სიცოცხლით თამაშს" - ნიკოლოზ სააკაშვილის მიმართვა "ვივა მედს"

“მორჩით პრეზიდენტის სიცოცხლით თამაშს” – ნიკოლოზ სააკაშვილის მიმართვა “ვივა მედს”

Published on

არ ჭამს კი არა,ვერ ჭამს მძიმე დაავადების გამო, გ ა ი გ ეთ!!!!!!!!!! – წერს ფეისბუქზე მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ნიკოლოზ სააკაშვილი მოუწოდებს ყველას, დაასრულონ მისი შვილის სიცოცხლით თამაში და სამედიცინო კვლევების შედეგები გამოაქვეყნონ:

“დღემდე ვიყავი იმედიანად, მოლოდინის რეჟიმში. ველოდებოდი კლინიკიდან სამედიცინო კვლევის შედეგებს.მინდა გამოვხატო აღშფოთება იმის მიმართ რაც ხდება მიშას ირგვლივ.
თითქოს ყინული დაიძრა ,მიშა სამოქალაქო კლინიკაშია, გაჩნდა იმედი, რომ იმ ადამიანებში რომლებიც მანიპულირებენ მესამე პრეზიდენტის ბედით გაიღვიძა ჰუმანურობამ.კვლავ შევცდი.
მერამდენე დღეა პაციენტი იმყოფება ვივამედის კლინიკაში, და რა?სტანდარტული ფრაზები-კვლევა გრძელდება. როგორც ექიმს არ მესწავლება რა დრო სჭირდება ადამიანის სამედიცინო კვლევას, რა სირთულის არ უნდა იყოს ის.სურვილისსამებრ ამის გაკეთება შესაძლებელია რამოდენიმე საათსა ან მაქსიმუმ ორ დღეში.ჩნდება ძალიან ბევრი შეკითხვა და ეჭვი.რა ხდება?
სასწრაფოთ მორჩით დღესვე ყველანაირი კვლევა და დაიწყეთ მკურნალობა.გაიგეთ რომ მიშას მკურნალობის და რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივია და ურთულესი.
მორჩით პრეზიდენტის სიცოცხლით თამაშს. თქვენი შენელებული,უკვე ეჭვი მაქვს,რომ შეგნებული ქმედებით,დამერწმუნეთ ცოდვის დიდ ჭაობში იძირებით” წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...