მთავარისიახლეებიმსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას თავისი გმირები ცოცხლები სჭირდება - ეს ჩვენი პრინციპია

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას თავისი გმირები ცოცხლები სჭირდება – ეს ჩვენი პრინციპია

Published on

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა “აზოვსტალიდან” მეომართა ევაკუაციის საკითხს და განაცხადა, რომ 16 მაისი ურთულესი დღე იყო. 

შეგახსენებთ, წუხელ, გვიან ღამით, ოკუპირებული ტერიტორიის ორ ქალაქში, მიღწეული მოლაპარაკების შედეგად, “აზოვსტალის” მცველი ჯარისკაცები (არამარტო დაჭრილები) გაიყვანეს. გაყვანილია 53 მძიმედ დაჭრილი (ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში) და 211 სხვა სამხედრო პირი (ოკუპრებულ ელენოვკაში). 

“რთული დღე იყო, მაგრამ ეს დღეც, ისევე როგორც სხვა დღეები, მიმართულია იმისკენ, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. უკრაინელი სამხედროების, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, მოლაპარაკების მწარმოებელი ჯგუფის, წითელი ჯვრისა და გაეროს ჩართულობით, იმედს ვიტოვებთ, რომ შევძლებთ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის შენარჩუნებას.

მინდა ხაზი გავუსვა: უკრაინის გმირები უკრაინას ცოცხლები სჭირდება – ეს ჩვენი პრინციპია. ვფიქრობ ამ სიტყვებს ნებისმიერი ადეკვატური ადამიანი გაიგებს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

“აზოვსტალიდან” 53 დაჭრილი და 211 სხვა სამხედრო პირი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს

სიახლეები

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...

თბილისში, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა...

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...