რუსეთის უმსხვილესი ბანკების, “სბერბანკისა” და “პრომინვესტბანკის” აქტივები უკრაინაში დაყადაღდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია Telegram არხზე ავრცელებს.
Unian-ის ცნობით, გადაწყვეტილება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო.
შესაბამისი კანონპროექტი უკრაინის უმაღლესი რადას ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.